ვინ იპოვის ამომრჩევლამდე მისასვლელ გზას? - ,,ამომრჩეველი თუ ჩამოყალიბდა სურათი თავდაყირა დადგება“
პოლიტიკა - 12:29, 29 Jul, 2016     2361
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მეტი მხარდაჭერა.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 17% ქართულ ოცნებას, ხოლო1 13% ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა ხმას. NDI-ის კვლევის თანახმად, 4%-იანი მხარდაჭერა აქვს პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის და 3% - პატრიოატთა ალიანსს.

აღნიშნული კვლევის შედეგების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი იმდენად დიდია, რომ არჩევნებზე სურათი შესაძლოა სრულებით შეცვალოს:

„მე ვერ შევეხები კონკრეტულ პროცენტებს და მჯერა-არმჯერას სტილში ვერ ვისაუბრებ, ვის რამდენი პროცენტი აქვს. მთავარი, რაც მე შემიძლია გავიზიარო, ამ კვლევის ტენდენცია არ არის პროცენტები, არამედ ორი რამ, პირველი - ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ საბოლოო ჯამში თუ ჩამოყალიბდებიან ეს სურათი შეუძლიათ საერთოდ თავდაყირა დააყენონ. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად არ არის ლეგიტიმური, ისინი არა თუ ცალ-ცალკე, არამედ ერთად, ვერ ადგენენ ხელისუფლებას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, ექსპერტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ალასანიას პარტია ამომრჩევლამდე მისვლის სწორ გზას აირჩევს, მას აქვს შანსი არჩევნებზე საკმაოდ დიდი პროცენტი დადოს:

„ჯერჯერობით ეს არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი. ფაქტია, რომ ალასანიას პარტიას უჭირს მკვეთრი ექსკლუზიური პოზიციის დაჭერა და ეს მას უქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პოლიტიკური პერსპექტივა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი იმდენად დიდია, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ შანსი აქვთ, რომ საკმაოდ მაღალი პროცენტი აჩვენონ, თუ ისინი იპოვიან ამ ამომრჩეველთან მისასვლელ გზებს“, - დასძენს ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42