ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ევა გოცირიძით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას უარყფითად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ გოცირიძე ამ თანამდებობას არ შეეფერება:
„ეს ქალბატონი არის შეუფერებელი იმისთვის, რომ წარმოადგენდეს საქართველოს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. საზოგადოებას მან თავი იმით დაამახსოვრა პირველ რიგში, რომ ხმალამოღებული იცავდა ე.წ. მოსამართლე ურთმელიძეს, როცა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პირველი მცდელობა, რომ დაეხურა რუსთავი 2. ასე რომ, მისი კანდიდატურის წამოყენება სიმბოლოა მავნებლობის და არაკომპეტენტურობის,“ - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ჩანაცვლება საერთშორისო კრიტერიუმებისა და ევა გოცირიძის კომპეტენციის გათვალისწინებით მოხდა.
“ევა გოცირიძეს საერთაშორისო სტრუქტურებში კარგად იცნობენ და ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატურები წარვადგინეთ. უჩვეულო არაფერი არ არის, ვინმემ ლობირება გაუწიოს რომელიმე კანდიდატს ან ხელისუფლების რომელიმე შტომ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






