„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ფეისბუკზე მწვანეში ჩაფლული სახლის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საფრანგეთში, პროვანსის რეგიონში მდებარეობს. როგორც ნიკა გვარამია წერს მსგავს ადგილზე ცხოვრება მისი ოცნებაა:
„ჩემი ოცნებაც ეს არის. არაფერი მეტი არც მინდა და არც მჭირდება. არ ვარ მე ურბანული ცხოველი, აქ ვიჯდებოდი პლდემოხურული, ვიკითხავდი, გამოვყრუვდებოდი და არაფერს არ გავაკეთებდი ცხოვრების ბოლომდე. ხმასაც არ ამოვიღებდი.
თანაც, პროვანსი ყოფილა, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადგილი საუკეთესო კლიმატით და ნამდვილად საუკეთესო გასტრონომიით.“- წერს ნიკა გვარამია.
თავისი აქტიური ცხოვრებით ცნობილი ნიკა გვარამიას ამგვარმა ოცნებამ, მის ფეისბუკმეგობრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, უმრავლესობა მათგანი თვლის რომ ნიკა გვარამიას მსგავს ადგილზე წყნარი და უშფოთველი ცხოვრება მალე მოსწყინდება.

მასალის გამოყენების პირობები






