,,საპატრულო ავტომანქანის სახურავზე ,,ამაყად“ მდგარი შეურაცხყოფდა მთელ ქართულ პოლიციას“ - სდლ განცხადება
პოლიტიკა - 19:25, 28 Jul, 2016     9906
სამართალდამცავთა დაცვის ლიგა, საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ პოლიციელთა შეურაცხყოფის ფაქტებს ეხმაურება:

,,27 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათისთვის საზოგადოებამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანის სახურავზე ,,ამაყად“ მდგარი მამაკაცი იხილა, რომელიც თავისი ცინიკური ქცევითა და ქმედებით შეურაცხყოფდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალათასიან კოლექტივს და მთელ ქართულ პოლიციას.

ეს გაუგონარი ფაქტი ცალკეული გამონაკლისი შემთხვევა არ გახლავთ. საზოგადოებას ახსოვს საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის სახურავზე მოცეკვავე მამაკაცი და პოლიციის ავტომანქანის თავზე ე.წ. ,,ძველი ბიჭის“ მიერ გადაღებული ფოტოები. სახელმწიფოსადმი ამ დამღუპველი ტენდენციის ფესვები ხელისუფლების პოლიციისადმი მიდგომაშია დამალული. პოლიციელთა მკვლელობები, დაჭრები, დასახიჩრებები, იარაღის წართმევა, სამხრეების აგლეჯვა, ცემა, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა, ხელისუფლების მიერ ან უყურადღებოდ რჩებოდა, ან საერთოდ იმალებოდა, ან ამ ფაქტებზე რეაქცია სრულიად უსუსური იყო. ბუნებრივია ამ ვითარებამ, საზოგადოებაში პოლიციის ავტორიტეტის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, რაც არაერთი ავტორიტეტული უცხოური ორგანიზაციების კვლევითაც დასტურდება.

თავის მხრივ პოლიციის ავტორიტეტის დაცემამ, წარმოუდგენელი გახადა საზოგადოების უსაფრთხოების ეფექტური დაცვა, რაც მკვეთრად გაზრდილ კრიმინალში და რუსთაველის გამზირზე, პოლიციის ავტომანქანის თავზე მდგარ მოქალაქეში სიმბოლურად გამოიხატა.

მტკიცედ ვაცხადებთ, რომ პოლიციელთა თავზე ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი მოქალაქე კი არ დგას, არამედ პოლიციელებს თავზე იმ უპრინციპო პოლიტიკოსებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და დეპუტატებმა გადაურეს, რომლებმაც თავისი გავლენებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სახის – პოლიციელის ჯანმრთელობა და ღირსება, 100 ლარად, ადმნიისტრაციული წესით შეაფასეს!“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42