იყო პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა, როდესაც სამინისტრომ განაცხადა, რომ მინდია გ. არის სამჯერ ნასამართლევი, ეს ერთი კანონდარღვევა. მას არ ჰქონდა ამის თქმის უფლება. მეორე ის , რომ მინდიამ უკვე მესამე დღეა , რაც მიმართა შსს-ს და ითხოვს ძალიან მარტივ რამეს , ნასამართლეობის ცნობას, დაჩქარებული წესით მიღებისთვის მან საფასურიც გადაიხადა და ერთ საათში უნდა მიეღო, მაგრამ დღემდე არ მიუღია, ეს მეორე კანონდარღვევა. აქვე დავამატებ, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ერთ ჩართვაში ორი ტყუილი თქვა, პირველი ის, რომ თითქოს იმ ბიჭებს აღმოაჩნდათ ცეცხლსასროლი იარაღი და იმ სამიდან ერთ-ერთი პოლიციის მიერ იყო დაკავებული, ესეც მეორე ტყუილი. მთლიანობაში რა თქმა უნდა არაჯანსაღი სიტუაცია იქმნება ამ საქმის ირგვლივ, რომელსაც სჭირდებოდა ჩვეულებრივ, სტანდარტული სამართლებრივი პროცედურებით ჩატარებული გამოძიება და ყველა მოთხოვნის დაცვით შედეგის დადება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






