საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა დასრულდა. ერთსაათიანის შეხვედრის შემდეგ, რომლის მთავარი თემახ მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა, მისი თქმით ქვეყნის თქტების შესახებ გამოძიება ობიექტური იქნება:
"ღიად ვილაპარაკეთ იმ საკითხებთან, რაც კავშირშია გამოძიებასთან, საუბარი იყო თუ რატომ გვქონდა კითხვები გამოძიებასთან. მისი მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება იყო. ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება იქნება ობიექტური. თუ კი რომელიმე მოსამართლე გამოძიებას მიაწვდის ინფორმაციას, შურისძიებას მასზე ან მისი ოჯახის წევრზე ადგილი არ ექნება, ასევე დავაყენეთ პრეტენზიები, რომ ზეწოლასთან დაკავშირებით წელწადნახევრის წინ გაკეთებულ განცხადებებზე აქამდე რეაგიორება არ ყოფილა. "- აცხადებს პაპუაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს რომ მან მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ , უკვე გამოძიების რეჟიმში შეხვდეს საქმის გამომძიებლებს და ინფორმაცია მიაწოდოს.
ირაკლი შოთაძესთან შეხვედრამდე გიორგი პაპუაშვილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






