"მთავრობას სურს ქალბატონმა ევამ ევროპას დაუდგინოს სამართალი"- კახა კოჟორიძე
პოლიტიკა - 18:18, 28 Jul, 2016     1789
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის წარდგენის ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კრიტიკული შეფასება მოჰყვა. პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჭორიძის განცხადებით მაათვის გაუგებარია რა კრიტერიუმებით შეირჩა ევა გოცირიძის კანდიდატურა. კოჟორიძემ ევა გოცირიძის იუსტიციის საბჭოში მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ ევა გოცირიძე ემხრობოდა ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას, მაშინ როდესაც მურუსიძის სამართალს ევროსასამართლომ გამაოგნებელი უწოდა:

„ევროსაბჭოს სტანდარტები ამბობს იმას, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ისეთი პროცესით უნდა შეარჩიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც განამტკიცებს ამ სასამართლოსადმი ნდობას და მაღალ ავტორიტეტს. არ გააჩენს კითხვებს და იქნება გამჭვირვალე, ჩვენს შემთხვევაში კი სახელმწიფომ ჩაატარა ისეთი პროცესი, რომ კითხვები თავიდანვე გააჩინა და მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ პროცესს დამატებითი ჩრდილი მიაყენა. მაშინ როცა ანა დოლიძემ ევა გოცირიძესთან შედარებით მაღალი ქულები მიიღო კომისიიდან, ჩვენთვის გაუგებარია მთავრობის მხრიდან პრიორიტეტი ევა გოცირიძეს რა კრიტერიუმებით მიენიჭა.

ევროსასამართლომ მურუსიძის სამართალს გამაოგნებელი უწოდა, ქალბატონმა ევამ ის კვლავ მოსამართლედ დანიშნა, ახლა მთავრობას სურს ქალბატონმა ევამ ევროპას დაუდგინოს სამართალი, ჩვენ ვერ ვხსნით ეს რითია მოტივირებული.“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 28 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შეიყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42