აკა სინჯიკაშვილი: „დღის მაგარი ამბები: ოლიკოს რეაბილიტაციის ფული მთლიანად შეგროვილი, გადავიხდით ხუთ თვიანი კურსის ფულს და აუცილებლად კარგადაც გახდება და პატარა ნინიკოსაც ჩაიკრავს გულში, შეგროვდა ცოტა მეტიც, რომელსაც რაშიც გამოვიყენებ კი იცით უკვე.
დღეს 6 საათიდან 8 საათამდე ვიდგები ქარვასლასთან და თუ ვინმეს ბავშვისთვის რამის გატანება ან წამოყოლა გინდათ, მოიტანეთ ან წამომყევით ))) ეტლიც ვუშოვეთ და საკვებსაც კიდევ მივუტა ასეთი ძმები ვართ ყველა ერთად და თქვენ გენაცვალეთ ყველას.
…
დღეს მარი წავიყვანეთ კლინიკა "მედულა" -ში სადაც ჩავუტარეთ თითქმის ყველანაირი გამოკვლევა. დაენიშნა წამლები, რომლებიც უკვე ვიყიდეთ და დავიწყეთ მკურნალობა.
ექიმებმა ყველა კონსულტაცია და კვლევა ჩაუტარეს სრულიად უფასოდ და არიან ყველაზე მაგარი ექიმები ქალაქში. ფოტოზე დღის ძმები : მე, ჟურნალისტი ანუკი და ექიმი თამთა, რომლებიც გმირულად მედგნენ მთელი დღე გვერდით. ორგან საჭმელის მიტანაც მოვასწარით და საღამოს დავარიგებთ ტანსაცმელს და კონტრაცეპტივებს რომელიც სრულიად უფასოდ გადმოგვცა ქალბატონმა ნინო შურღაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






