„თქვენმა გულგრილობამ და უპასუხიმგებლობამ, არა ერთი ჩვენი თანამემაულე შიწირა“ - წერს უცხოეთში მცხოვრები სულა სულაშვილი დ საქართველოს საელჩოებს შემდეგი განცხადებით მიმართავს.
საქართველოს საელოჩოების საყურადღებოდ!!!
თავი დაანებეთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ გულგრილ და ცინიკურ დამოკიდებულებას! თქვენ ნებისმიერ ქვეყანაში წარმოადგენთ საქართველოს ხელისუფლებას და ვალდებული ხართ დაიცვათ ემიგრანტთა ინტერესები. ნუ ახარისხებთ ადამიანებს კატეგორიებად და იმის ღირსად მაინც ჩათვალეთ უპასუხოთ მათ სატელეფონო ზარებს.
თქვენმა გულგრილობამ და უპასუხიმგებლობამ, არა ერთი ჩვენი თანამემაულე შიწირა.
ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენ უნდა მოემსახუროთ იმ საზოგადოებას, რომელმაც დაგიქირავათ და გიხდით ხელფასს (არც თუ ურიგოს) და არა იმასხუროთ, როგორც მონები!
ნუ გამხდით იძულებულს, თითეულ მოქალაქესთან თქვენი დამოკიდებულება გავსაჯაროვო.
ეს არ არის მუქრა. ეს არის თხოვნა და გაფრთხილება.
საქართველო საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორის ეს მიმართვა როგორც ჩანს უცხოეთში მოტყუებით წაყვანილი 21 წლის გოგონას ისტორიამ და მისდამი საელჩოს დამოკიდებულებამ განაპირობა.
მასალის გამოყენების პირობები






