21 წლის ქართველი გოგონა უცხოეთში მოტყუებით ჩიაყვანეს და ბავშვის გაყიდვას აიძულებენ
სოც.მედია - 15:19, 28 Jul, 2016     17871
„ეს ორგანიზებული დანაშაულია და საკმაოდ საშიში ხალხია“ – წერს სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში და იმ ორსული გოგონას ისტორიას ჰყვება, რომელიც ბავშვის გაყიდვის მიზნით იტალიაში ჩაიყვანესდა 65 წლის მამაკაცზე დაქორწინებას აიძულებდნენ.

სულა სულაშვილი: ეს პრევენციაა!!!

რამდენიმე დღის წინ საშინელი ისტორიის მომსწრე გავხდი.

დამიკავშირდა 21 წლის გოგონა, რომელიც ქართველ დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა მოტყუებით ჩამოიყვანა იტალიაში. მისი მდგომარეობა საგანგაშოა.

გოგონა ორსულად არის. მას ემუქრებიან და აიძულებენ მშობიარობის შემდეგ ბავშვი გაყიდოს, ან ცოლად გაჰყვეს 65 წლის უცხო ეროვნების მამაკაცს.

მე, მას შევთავაზე დახმარება, საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საუკეთესო გამოსავალი, რადგან ოჯახის წევრები, ძმა და მამა, გოგონას უმკაცრესი დასჯით, მოკვლით ემუქრებიან, რადგან გოგონა აჩენს (მათი ტერმინით) ეგრეთწოდებულ “უკანონო” შვილს.

იტალიაში გოგონას წაართვეს ყველა საჭირო დოკუმენტი და თანხა, რომელიც გააჩნდა. შეუზღუდეს თავუსფლება და გარკვეული პერიოდი ამყოფებედნენ ფსიქოტროპლი მედიკამენტების ქვეშ, გადაჭარბებული დოზის გამო ის იქნა ჰოსპიტალიზირებული. დედაც და ბავშვიც გადაარჩინეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააჩნია საქართველოს საელჩოს იტალიაში და ვაცხადებ:

ჩემთვის ცნობილია ყველა დეტალი და ყველა პიროვნება, რომელიც ჩართულია ამ შემზარავ დანაშაულში, როგორც ქალიშვილის მამა, როგორც მეუღლე და როგორც ადამიანი, არ გაპატიებთ ამ ბოროტებას!

გოგონას თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს და მის ნაყოფს რაიმე ევნოს, ცოცხლად დაგალპობთ ციხეებში და ამის პირობას გაძლევთ!

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ამ წუთში უკვე უსაფრთხო ადგილზე გვყავს გადაყვანილი (რამაც გადამაწყვეტინა ხმამაღალი განცხადების გაკეთება) ეს არ არის სრული გარანტია, იოალად თავი დააღწიოს ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფს, ამიტომ მე დღესვე მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს იტალიაში, გამოიყენონ საერთაშორისო კონვენციებით მინიჭებული ყველა უფლება და სასწრაფოდ აღკვეთონ ტრეფიკერთა ამაზრზენი დანაშაული, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს და შეიძლება კიდევ უამრავი ჩვენი მოქალაქე გახდეს მსხვერპლი.

წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ პასუხისმგებლობას დავაკასირებ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ადგილსამყოფელის მიუხედავად.

ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური კრიმინალური დანაშაული.

ველოდები სასწარაფო რეაგირებას.

ჩემი საკონტქატო ტელეფონია +33601447038.

პ.ს. ნანუკა ჟორჟოლიანი. ამ ბავშვს სასწრაფოდ დაკავშირება უნდა თქვენთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42