საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს ბრუნო ბალვანერას შეხვდა
პოლიტიკა - 14:53, 28 Jul, 2016     937
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, იმ ინვესტიციებს შეეხო, რომელსაც EBRD საქართველოში ახორციელებს.

„განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია 2016 წელი, რადგან EBRD-ი სხვადასხვა მიმართულებებით 400 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

საუბარია კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, საასტუმრო ბიზნესზე და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე.

სოფლის მეურნეობის მიმართულების დაფინანსება საბანკო სექტორის გავლით მოხდება. ამ სფეროში სათბურების განვითარების ხელშეწყობა იგეგმება, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი პრაქტიკა პრინციპში მხოლოდ რამდენიმე რეგიონში არსებობს.

ასევე, ტარდება ტრეინინგები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და დაახლოებით, 21 სექტემბრიდან ჩაეშვება ეს პროექტი“, - განაცხადა მაია მელიქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, იმ მიმართულებებს შორის, რომელსაც EBRD-ი აფინანსებს, აღსანიშნავია კაპიტალის განვითარების მიმართულების ხელშეწყობა.

„მნიშვნელოვანია, რომ EBRD-ი პირდაპირ აფინანსებს რამდენიმე კომპანიას. ამის შესახებ ძალიან ხშირად ისმებოდა კითხვები- ხდება თუ არა EBRD-ის მხრიდან პირდაპირი დაფინანსება.

რატომ არა ბანკი და ვთქვათ, რატომ უნდა ავირჩიოთ EBRD-ი? იმიტომ რომ EBRD-ის სესხის ვადა შედარებით უფრო დიდია.

ამასთანავე, საუბარია იმაზე, რომ თუ რომელიმე კომპანიას აქვს სურვილი რაღაც მიმართულებით განავითაროს თავისი საქმიანობა 15 % აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო დანარჩენს კი, აფინანსებს EBRD-ი“, -აღნიშნა მაია მელიქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42