შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შანხაიში იმყოფება, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ჩინეთის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო შანხაიში პირველად გამართულ ქართულ-ჩინურ ბიზნესფორუმში, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმიც, რომლის თანახმად ჩინეთის სამთავრობო დონის მასშტაბურ პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია.
28 ივლისს ქართული დელეგაციის ვიზიტი გაგრძელდება ძიანსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგში, სადაც საქართველოს საპარტნიორო ფონდის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ორგანიზებით ბიზნესფორუმი გაიმართება.
საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად ჩინეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან.
(ლინკები:
http://finance.eastmoney.com/news/1585,20160727650844667.html
http://yuqing.people.com.cn/n1/2016/0726/c404926-28586684.html
http://m.yicai.com/news/5050379.html
http://m.kankanews.com/n/1_7622663.html)
მასალის გამოყენების პირობები






