როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, გამარტივებული პროცედური მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ერთი წლის განმავლობაში იქნება. მინისტის თქმით, მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეფორმა უზუსტო საამზომლო ნახაზების პრობლემასაც დაარგულირებს.
"ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება, კანონით თუ იმ აქტების ძალით, რომელსაც დღეს დავამტკიცებთ, იქნება სრულიად უფასო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე მოგვარდება ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ ის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია უზუსტო საამზომლო ნახაზი, რაც გლეხს უქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას და ერთი წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაიკანონოს ის მიწა, რასაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ ახერხებდა",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა ისეთი მექანიზმების არსებობას, რომელის მიწის რეგისტრაციას გამჭვირვალეს გახდის და კანონის ბოროტად გამოყენების რისკებს გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები






