,,ბატონი პაპუაშვილისგან ინფორმაცია გვქონდა“ - ქეთევან ერემაძე მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:26, 28 Jul, 2016     2471
გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორთან შესახვედრად მზად არის, კონკრეტულად როდის მივა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მთავარ პროკურატურაში ამაზე ინფორმაციას საგამოძიებო ორგანო არ ფლობს. გიორგი პაპუაშვილმა პროკურატურაში მისვლის გადაწყვეტილება პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მთავრ პროკურატურაში ამ წუთებში იმყოფება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე. მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი პაპუაშვილის გაჟღერებული ინფორმაციიდან არცერთი არ შემეხებოდა პირადად მე, თუმცა, იმავდროულად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის, რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა პირველად გავიგე, ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. ნამდვილად, სასამართლოში, მათ შორის მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე დღით ადრე პლენუმის ფორმატში, თითქმის ყველა მოსამართლე, ალბათ ერთის გამოკლებით, ჩვენ სხვადასხვა საკითხებს დღისწესრიგის მიხედვით ვიხილავდით და მათ შორის ბატონი გიორგი იყო რა შეწუხებული ერთ-ერთი მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან ასევე მოსამართლეები დაახლოებით ისეთივე ფორმატში ჩაგვაყენა საქმის კურსში.

შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან დაკავშრებით არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ამავდროულად ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაზეც საუბრობს ბატონი პაპუაშვილი ამის შესახებ ჩვენ მოსამართლეებს ინფორმაცია გვქონდა. მე ვერ მივცემ თავს უფლებას ვისაუბრო იმ მოსამართლის სახელით, რომელთანაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ეს პრინციპულად არასწორი იქნება. მე ვალდებული ვარ პატივი ვცე თითოეული მოსამართლის არჩევანს.

მე პროკურატურას მივაწვდი იმ ინფორმაციას, რა ფარგლებშიც მე მას ობიექტურად ვფლობ. თუ მოსამართლეებთანა სეთი არაჯანსაღი კომუნიკაცია აღწევს სიმწვავის იმ ხარისხს, როდესაც მოსამართლეს უწევს დაფიქრება იმასთან დაკავშირებით შეძლებს თუ არა ის ამ ფაქტობრივ გარემოებებში ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, ჩემი პირადი მოსაზრება, რომ ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გამოძიებას, დამოუკიდებლად იმისა, როგორია თითოეული მოსამართლის ნდობის ხარისხი გამოძიების შედეგებისადმი. ძალიან ღრმად მჯერა, რომ ასეთი ტიპის გამოწვევებზე ობიექტური და ეფექტური პასუხი პრინციპული და სწორი გადაწყვეტილებებია. კონკრეტულ გვარს რა თქმა უნდა ვიტყვი პროკურატურაში“, - განაცხადა ქეთევან ერემაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42