"სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა"-ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 11:42, 28 Jul, 2016     1767
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, გიორგი ბადაშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორის, ლაშა თორდიას, საზოგადოებას წარუდგინონ ინფორმაცია იმ გამოძიების შესახებ, რომელიც კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობს.

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი სტიქიის კვალზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტოს“ მონაწილეობით ფულის გათეთრებისა და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობთ დაუფლება-მისაკუთრების ფაქტი გამოვლინდა.

სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოყენებული იქნა იარაღად, საიმისოდ რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. მოსახლეობა ენდობოდა მათ, ვინაიდან „აგროდაზღვევა“ გამოცხადებული იქნა სახელმწიფო პროგრამად და დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ დაფუძნებული ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტო“.

ამ დრომდე გაურკვეველია დანაშაულებრივად შემუშავებული სქემით დაზარალებული საგარეჯოს რაიონის მოსახლეობის ბედი და მათ ამ დრომდე არ ანაზღაურებიათ სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ამ ორგანოებმა შეისწავლონ „აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლინონ დანაშაულებრვი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცენ ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში.“- განაცხდა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42