სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
პოლიტიკა - 10:44, 28 Jul, 2016     928
ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება, - ამ მიმართულებით 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში.
მთავრობის მეთაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მიმართა თხოვნით, მოიძებნოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა, ერთის მხრივ, სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და, მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურა იმართებოდეს ჯანსაღი ბიზნესმოდელით.
"სახელმწიფო, ალბათ არ უნდა გახდეს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის კონკურენტი და უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის მოდელი, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის და მნიშვნელოვანი იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ გავხდეთ ამ ინფრასტრუქტურის მმართველი", - აღნიშნა პრემიერმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას.
ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, დიდია მეზობელი ქვეყნების ინტერესი საქართველოში ერთობლივი შეკრებებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
"ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა. შესაბამისი შედეგიც გვაქვს - საქართველო პრაქტიკულად გახდა რეგიონული ცენტრი, სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42