შს მინისტრის მოადგილის მხრიდან უმძიმესი განცხადება გაკეთდა, კატასტროფულ ვითარებასთან გვქონია საქმე- ჩიხრაძე
პოლიტიკა - 21:47, 27 Jul, 2016     6036

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ გოგოჭურის მიმართ განხორციელებული ქმედება ჩვეულებრივი საპოლიციო ქმედება იყო, რომელიც დღეში ათობით ტარდება:

„დღეს საერთოდ საოცარი განცხადება წავიკითხეთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ხუციშვილის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ ეს ფაქტი პრობლემა არაა და დღეში ათეულობით ასეთ ღონისძიებას ვატარებთო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ასეთ ღონისძიებებს , როდესაც სასამართლოს ორდერის გარეშე მიდის ჩხრეკა, გადაუდებელ ვითარებაში ცნობს, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საგამონაკლისო შემთხვევა. თუ შს მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ ისინი ასეთ საგამონაკლისო ღონისძიებებს დღეში ათეულობით ახორციელებენ, ეს არის უმძიმესი განცხადება მისი მხრიდან, მან ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა, მაშინ კატასტროფულ ვითარებასთან გვქონია საქმე, თუ პირდაპირ გვეუბნებიან რომ ყოველდღე ათეულობით ადამიანის უფლებებს ვარღვევთ ისე, რომ არაფერი არ გავინტერესებს და მერე ალბათ დიალოგიც ასეთი მიდის, რომ ევროპა ხომ არ გგონიათ, რომ ადვოკატს ითხოვთ, აბა ახლა ჩუმად იყავი, ამას ჩაგიდებ, ახლა შეგაშინებ და ა.შ. ეს არის ქმედებები, რომელიც ცუდად შემოუბრუნდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა ხელშეუხებელი არავინ არ არის, ყველა თანასწორია, მაგრამ ამასთანავე ყველას აქვს უფლება, მათ შორის პრეზიდენტის სიძესაც, რომ ისარგებლოს იმ უფლებებით რაც არის გაწერილი.“- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42