ვიზიტის ფარგლებში ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უნივერსიტეტს და მის საქმიანობას. განხილულ იქნა აშშ-ს საელჩოსა და შზსუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომელსაც დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. აშშ-ს საელჩოს დიდი წვლილი მიუძღვის შზსუ-ს ამერიკანისტიკის პროგრამის დაარსებასა და განვითარებაში. საელჩოს მხარდაჭერით ხშირად ხორციელდება მოწვეული სტუმრების მიერ სემინარების ორგანიზება და ამერიკელი პროფესორების მიერ ლექციების ჩატარება. აშშ-ს საელჩოს ინიციატივით უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის ცენტრს ყოველწლიურად გადაეცემა სხვადასხვა სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა. უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება ამერიკანისტიკის მიმართულების საერთაშორისო კონფერენციები, სადაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას აშშ-ს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები. ამერიკანისტიკის მიმართულების წარმატებული კურსდამთავრებულები სტაჟირებას გადიან და საქმდებიან აშშ-ს საელჩოში.
საუბრისას, აშშ-ს ელჩმა მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტს მომავალი პროექტების განხორციელებაში. უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ასევე საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

მასალის გამოყენების პირობები






