ამბასადორიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 16:51, 27 Jul, 2016     1102
ამბასადორიალის მონაწილეებმა სამუშაო სესიის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისმჯელეს.

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, არაღიარების პოლიტიკასა და ნდობის აღდგენის პროცესებში საერთაშორისო ჩართულობას.

აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ საქართველოზე მიღებულ არაერთ რეზოლუციასა თუ განცხადებას. მათ შორის, განსაკუთრებულად აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, გაეროს გენერალური ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის რეზოლუციები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

სამუშაო სესიის მიმდინარეობისას ამბასადორიალის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხით.

საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა გადადგა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ახორციელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების უზრუნველსაყოფად.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42