საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში ჩინეთში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 16:44, 27 Jul, 2016     1349
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. სამთავრობო დელეგაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები არიან.

სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარტნირო ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შანხაიში გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნეს ფორუმში, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ჩინელ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნეს გარემო გააცნეს. ფორუმზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე. ჩინეთის საქმიან წრეებს საპარტნირო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა ფონდის მანდატი, ფუნქციები და სტრატეგიები გააცნეს. ასევე, გაიმართა პრეზენტაცია ფონდის მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ, ბიზნეს-ფორუმზე B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობები განიხილეს მსხვილი ჩინური კორპორაციის Er Shang Group-ის პრეზიდენტთან სუნ ჯის შეხვედრისას, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე საქართველო–ჩინეთის ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ქართველი ბიზნესმენები დაესწრნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაცია Er Shang Group-ს, რომელიც ჩინეთში თავად არის სურსათის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუტორი, დიდი ინტერესი აქვს საქართველოსთან ითანამშრომლოს.

დელეგაცია შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკს ეწვია. აღნიშნული პარკი 1992 წელს დაფუძნდა და ჩინეთის ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიურ პარკად მიიჩნევა. შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკში საქართველოს დელეგაციის წევრები ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ. დელეგაციის წევრები შანხაის უმსხვილესი კორპორაციის CEFC China-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდნენ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებით ჩინური ინვესტორების დაინტერესების მნიშვნელოვან ზრდაზე. საუბარი წარიმართა ჩინური კორპორაციის ინტერესებზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ. გაირკვა, რომ შანხაის უმსხვილესი კორპორაცია CEFC China საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც.

დელეგაცია ასევე იმყოფებოდა შანხაის პორტში, და ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. დავით საგანელიძემ და ჩინური მსხვილი კომპანიების პირველმა პირებმა პირისპირ საქმიანი შეხვედრები გამართეს. იგი ჩინეთის ინდუსტრიისა და კომერციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დავით საგანელიძე ასევე შეხვდა Jilin New Royal Investment Co LTD-ის დირექტორს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების შესაძლებლობას. კერძოდ: ჩინური კომპანია გეგმავს სავადმყოფოს მშენებლობას საქართველოში, სადაც განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო კლინიკა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ჩინური მედიცინის განყოფილება. გარდა ამ შეხვედრებისა, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ CFFC CHINA ENERGY COMPANY-ის პრეზიდენტს და CEFC GROUP (EURASIA)- ის თავმჯდომარეს.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 29 ივლისს, ძილინის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42