"ჩემი შვილები, ყოველ დილით, ნიჩბებით გადიოდნენ და საღამოს, ტალახში ამოსვრილები ბრუნდებოდნენ..."- პრემიერი
პოლიტიკა - 15:40, 27 Jul, 2016     4366

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გურიანიუსის“ ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილს და ოქროს მედალოსნებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა, 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში, სიმბოლურია. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ წყალდიდობას გამორჩეული ადამიანები ემსხვერპლნენ და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში საზოგადოების კონსოლიდაცია გაიხსენა.

„ახალგაზრდების ასეთი კონსოლიდაცია, როგორიც მაშინ ჩვენ ვნახეთ, მახსოვს ჩემს თაობაში 1989 წელს, როცა 9 აპრილი მოხდა და მაშინ, ალბათ, ერთმანეთი ყველას ყველაზე ძალიან გვიყვარდა. სიძულვილი ერთბაშად გაქრა იმ მომენტში და ზუსტად იგივე დავინახე. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მოსდევს ხოლმე ტრაგიკულ მოვლენებს, როცა ჩვენ თურმე შეგვიძლია, გავერთიანდეთ, მაგრამ ასე ხდება. ჩემი უფროსი შვილები, ყოველ დილით, ნიჩბებით გადიოდნენ და საღამოს, ტალახში ამოსვრილები ბრუნდებოდნენ. მე გამიხარდა, რომ მათაც იგრძნეს ეს, მაგრამ არ გამიხარდა, რომ ეს მოხდა ასეთი მსხვერპლის ხარჯზე. კარგია, რომ ივლიტა ჯიბუტის სახელი აქ უკვდავყოფილია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42