გიორგი კვირკაშვილმა ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
პოლიტიკა - 14:08, 27 Jul, 2016     1122
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჩოხატაურის მოსახლეობას, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თემურ ჭკუასელი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადებითთან ასოცირდება და არასდროს იქნება არცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი. „ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც შეხვედრა დაგეგემილი არ იყო, ბატონი თემური არაერთხელ მინახავს რაიონის პრობლემატიკით ჩვენთან მოსული, რათა, ესა თუ ის საკითხი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასაწყვეტად დაესვა. მინდა დიდი სიამაყით წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის პოზიტივი და არანაირი ნეგატივი მასთან არ ასოცირდება. კაცი, რომელსაც უყვარს გურია, უყვარს ჩოხატაური, ლანჩხუთი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა. მათ შორის, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.

„მინდა გითხრათ, რომ სათავე ქვეყნის განვითარების დევს განათლების სისტემასა და მის რეფორმირებაში. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით. სახელმწიფომ გაცილებით მეტი რესურსი უნდა გამოყოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის და ეს რეფორმა არ უნდა იქცეს დამაშინებელ აჩრდილად მასწავლებელთა არსებული კორპუსისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, ხშირ შემთხვევაში გმირული, რომელსაც ისინი ეწევიან მომავალი თაობის აღზრდისთვის“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაციაა საჭირო და ნაკლები მტრობა ერთმანეთისადმი, მეტი ატანა განსხავავებული აზრის. ამ კონცეფციის და მსოფლმხედველობის გარშემო გვინდა გავაერთიანოთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოში ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით რეგიონებში, მეტი პროგრესი, მეტი შემოსავალი იგრძნოს. „გპირდებით იმას, რომ ჩვენ გულში გავატარებთ თქვენს პრობლემებს აუცილებლად და სწრაფ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რათა ყველა თქვენთაგანმა იგრძნოს განსხვავება, უფრო მეტი სიყვარული, ყურადღება ჩვენგან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. თემურ ჭკუასელმა პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42