,,გიხაროდენ!... ჯემალ, შენ ქვეყნის მოღალატე ხარ!“ - სუფრა გორში რუსი დეპუტატის საამებლად
სოც.მედია - 13:59, 27 Jul, 2016     35481
,,დემოკრატიული ჩართულობის“ გორის ოფისის თანამშრომელი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, ნინო გიორგაძე გორში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ მეჭიაურისა და რუსეთის დუმის დეპუტატის სტუმრობის ამბავს ჰყვება.

,,დღეს, ერთ-ერთ რესტორანში ვივახშმეთ, გვერდით სუფრასთან პარლამენტარი და რამოდენიმე ცნობილი ხალხი მუსააფობდა გორელებთან ერთად.

ეს ცნობილი სახე სცენაზე ავიდა, ჯიბიდან დისკი ამოიღო და მუსიკოსებს მიაწოდა, სანამ იმღერებდა საჭიროდ ჩათვალა სიტყვით მოეამართა ჩვენთვის და გვითხრა, დარწმუნებული ვარ გორელები თამაზ მეჭიაურს აძლევთ ხმასო, გვერდით მაგიდასთან სწორედ ბ-ნი თამაზი ზის და გვერდს რუსეთის დუმის დეპუტატი უმშვენებსო, რომელთანაც დიდი პოლიტიკური გეგმები გვაქვსო, აბა ვის გჯერათ რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიარსებებთო?! ხალხი გაისუსა, მე კი „ურა“-სავით შევყვირე „არავიიიის“-თქო,გაუტყდა!

გადავხედე მაგიდას, სულ კაცები, მხოლოდ დუმის დეპუტატს უჯდა გვერდში ქალი, სავარაუდოდ რუსი.

მოკლედ.. აშკარა იყო, დაავიწყდა რომ სამღერლად ავიდა, მერე გაახსენდა, იმღერა, ნამღერს რამოდენიმემ ტაშიც დაუკრა.

მეორედ იმღერა, რაღაც, რუსულად, დუმის დეპუტატის საამებლად, ტაში აღარავინ დაუკრა!

გაბრაზდა...

მოგვაძახა, ხვალაც კი არ ნახავთ ჯემალ სეფიაშვილისნაირ ხელოვანსო... დაგვაყვედრა!

გიხაროდენ! ჩვენ Gori women's choir გორის ქალთა კამერული გუნდი - ს ქალაქი ვართ ჯემალ და შენ, ქვეყნის მოღალატე!“ - წერს ნინო გიორგაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42