ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 13:34, 27 Jul, 2016     927
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.

ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

მოწვეულმა სტუმრებმა „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს ბოლო პერიოდის განმალობაში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა ის პოზიტიური შეფასება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებობს საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა შეაჯამა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების 4 წლიანი საქმიანობა და ძირითადი მიღწევები. მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბევრი მიმართულებით უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მან საკანონმდებლო ხელისუფლების სახელით თანადგომა აღუთქვა ქართველ დიპლომატებს მათი საქმიანობისა და საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების პროცესში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეულ უპერცედენტო შედეგებზე, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება და მზაობა არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ამბასადორიალის მონაწილეებთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ასევე წარმოადგინა საქართველოს ეროვნული არქივის ახალი პროექტი, რომელიც ქართული დიპლომატიის ისტორიის წარმოჩენას ემსახურება.

"გვქონდა შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში უკვე მეოთხედ მიგვეწოდებინა ელჩებისთვის ინფორმაცია იმ შთამბეჭდავ პროგრესზე, მათ შორის რეფორმების, ადამიანის უფლებების და ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბების გზაზე, რასაც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში მივაღწიეთ. საუბარი შეეხო სამომავლო გამოწვევებს, იმ საკითხებს თუ რაზე გვინდა ვიმუშაოთ და მივაღწიოთ წარმატებას“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ისაუბრა სასჯელარსრულების სისტემაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. კახი კახიშვილის განცხადებით ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დღეს საქართველოს სასჯელარსრულების სისტემა ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ხაზი გაესვა გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს ამბასადორიალში მონაწილეობისათვის.

სამუშაო პანელს მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42