გაიცანით ოპერის მომღერალი, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია
პოლიტიკა - 13:22, 27 Jul, 2016     4103
ოპერის სცენაზე ის მიუძღვებოდა ატილას ოქროს ურდოს ბრძოლაში და წაართვა რუსეთის ხელმწიფეს ტახტი. ახლა პაატა ბურჭულაძე ემზადება იმ როლისთვის, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს უკეთესობისკენ შევალოს საქართველო და საკმაოდ ბევრი თანამოქალაქე ეხმარება მას ამაში.

"ბევრი მეფე, პოლიტიკოსი და გავლენიანი ადამიანი განვასახიერე სცენაზე, ფილიპე მეორიდან დაწყებული ბორის გოდუნოვამდე", ამბობს ის ბარიტონის ხმით. "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისეთივე აპლოდისმენტები და ტაში მივიღო პოლიტიკაში, როგორც სცენაზე".

ბურჭულაძე მხოლოდ ცნობადი ადამიანი არ არის. ამ საპარლამენტო არჩევნებში, მას წამყვანი როლის თამაში შეუძლია. ქართული ოცნებაც და ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტებიც მოიკოჭლებენ გამოკითხვებით და ქართველები ახალ ლიდერებს ეძებენ. ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ბურჭულაძეა ასეთი ლიდერი.

მისი პარტიის ოფიციალურ რეგისტრაციამდე, საერთაშორისო რესპუბლიკური პარტიის კვლევების მიხედვით, ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი მესამე ადგილზე გავიდა, ბოლო კვლევებით მეორეზეც. თვითონ ბურჭულაძე კი ყველაზე სასურველი პოლიტიკოსია 75 პროცენტიანი რეიტინგით.

"ვერც ხელოვნება და ვერც პოლიტიკა ვერ იტანს ტყუილს", აცხადებს ბურჭულაძე “ნიუსვიკთან” ინტერვიუში. "თუ გულწრფელი ხარ, არ იტყუები და ხალხს გულის სიღრმიდან ესაუბრები, ხალხიც შესაბამისად რეაგირებს".

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” არჩევნებამდე არცერთ კოალიციაში შესვლას არ გეგმავს. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მიზანია არჩევნებში გამარჯვებაა. თუმცა, მომავალში გამოჩნდება დაჭირდებათ თუ არა კოალიცია არჩევნების შემდგომ. თუ პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, ბურჭულაძე მათი პრემიერ მინისტრობის კანდიდატი იქნება.

მისი დაპირებაა ქვეყნის ეკონომიკის 10%-იან ზრდა 4 წელიწადში, 250,000 ახალი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში და პოლიტიკის "გასუფთავება". ქართველებს მისი ყველა დაპირება მოსწონთ. ბურჭულაძე მკაფიოდ გამოხატული ნატოს და ევროკავშირის წევრობის მომხრეა, ამ ეტაპზე ის ამ ორგანიზაციების წევრობის კანდიდატობაზე და რუსეთთან მეტი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი დაპირებები პოპულისტურია და მოსახელობის პოლიტიკით იმედგაცრუებას ეყრდნობა, თუმცა მისი მომხრეები მასში ხედავენ პატიოსან ადამიანს, რომელსაც სამშობლოსთვის სიკეთის კეთება სურს.

ბურჭულაძე საოპერო კარიერის მიღმაც აქტიურობდა. 2004 წელს მან დაარსა საქველმოქმედო ფონდი “იავნანა”, რომლის საშუალებითაც ის სიღარიბეში მყოფ ოჯახებს ეხმარებოდა ქართული ეკლესიის კურთხევით. 2006 წელს ის გაეროს ელჩად, ხოლო 2010 წელს იუნისეფის კეთილი ნების ელჩად დაინიშნა. სხვათა შორის, ბურჭულაძეს ხშირად ეკითხებოდნენ 2013 წელს პრეზიდენტად თუ იყრიდა კენჭს, მაგრამ მან უარი განაცხადა. წელს კი გააკეთა განცხადება, რომ მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში. მან გააუქმა საოპერო გამოსვლები და აქტიურად დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა.

"როგორც საქართველოს მოქალაქე, მე ვეღარ ვხედავ პოლიტიკაში ვერავის ვის გვერდითაც შეიძლება დავდგე და დავეხმარო, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. ამიტომ დავასრულე საოპერო კარიერას და ჩავერთე პოლიტიკაში", აცხადებს ბურჭულაძე.

მისი პოპულარობის სწრაფი ზრდა ძალიან წააგავს სხვა პოსტ-კომუნისტური ქვეყნებში რამდენიმე პოლიტიკოსის კარიერას, რომლებიც ცნობილები სხვა პროფესიით გახდნენ. მეზობელ უკრაინაში, ყოფილი სამხედრო პილოტი ნადია სავჩენკო ამჟამად ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. ორი წლის წინ, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, მოკრივე ვიტალი კლიჩკო კიევის მერი გახდა მას შემდეგ რაც გამოკითხვებში ყველაზე პოპულარული ადამიანის სტატუსი მოიპოვა. პოლონეთში კი პანკ როკერმა პაველ კუკიზმა საკუთარი პარტია პარლამენტში შეიყვანა და ანალიტიკოსების გასაოცრად საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილი მოიპოვა.

"გეტყვით რატომ არიან ეს ადამიანები ასეთი პოპულარულები", ამბობს ბურჭულაძე. "ისინი ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებიან. მეც ასე ვაკეთებ. როცა პოლიტიკოსების მოდიან და დაპირებებს იძლევიან, ისინი თავის ენაზე საუბრობენ და ეს პოლიტიკოსების ენაა. ხალხს მათი აღარ სჯერა".

ოთხი სხვადასვა მთავრობის შემდეგ, ბურჭულაძე მიიჩნევს რომ ქართველი პოლიტიკოსები კვლავაც ანალოგიურად იქცევიან, იწყებენ ოპტიმისტური ცვლილებების ტალღით, სანამ არასტაბილური გარემო ან ზოგ შემთხვევაში სამხედრო გადატრიალებაც კი ასრულებს მათ კარიერას. დღეს საქართველო პრობლემური რეალობის წინაშე დგას - ნატოსა და ევროკავშირში ინტერგრაციის პროცესი გაურკვეველი ვადითაა გაყინული და უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობები რუსეთთან.

"25 წელია ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია", აცხადებს ბურჭულაძე. " ამ 25 წელიწადში ჩვენ სხვადასხვა ლიდერი გვყავდა, ყველა რაღაც პოზიტიური ცვლილებით. პრინციპში, მე ვეხმარებოდი თითოეულ მათგანს, რადგანაც მათ ვითარება გააუმჯობესეს, თუმცა სერიოზული პრობლემები ყოველთვის იყო", ამბობს ის.

დღეს მთავრობა არაფერს აკეთებს, წინსვლა არ შეინიშნება. შესაძლოა ისეთი არაფერი ფუჭდება, მარგამ ერთ ადგილას ვართ", ამბობს ბურჭულაძე. მმართველი მემარცხენე ცენტრისტული ქართული ოცნების კოალიციის პირობებში ქართულმა ვალუტამ ლარმა 2004 წლის შემდგომ ყველაზე დიდი დევალვაცია განიცადა. გასული წლის ბოლოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგად მოსახლეობის 76% მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და მხოლოდ 19 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი რადიკალურად შეიცვალა 2011 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ გამოკითხულთა 60 პროცენტს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. დღეს საქართველოს 2 უდიდესი პრობლემა უშუშევრობა და სიღარიბეა.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, საქართველოს გადაუჭრელი პრობლემების დღის წესრიგში სეპარატისტული რეგიონების აბხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხიც შედის. რუსეთის მხრიდან სეპარატისული რეგიონების გრძელვადიანმა მხარდაჭერამ შეაფერხა სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მის ოდესღაც ყველაზე დიდ პარტნიორს შორის. ამის გამო ორ ქვეყანას შორის 2008 წელს, ჯერ კიდევ როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, ომი დაიწყო. მოსკოვს ჯერ კიდევ არ გაუყვანია საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. რაც ნიშნავს, პრობლემებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ ქართულს ოცნებას ოპონენტების კრიტიკის გარდა ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაუკეთებია.

"ქართულის ოცნება ყოველთვის წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს, იმის ნაცვლად რომ გვითხრას თავად რა გააკეთა ", ამბობს ბურჭულაძე. "ეს უნდა დასრულდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები, თუმცა ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების საბაბი ".

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება და მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული”, აცხადებს ის. "ხელისუფლება გარკვევით არ ამბობს, თუ ვინ არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები. დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ, ამერიკისკენ ვიხედებით თუ ჩრდილოეთით, კვლავ რუსეთისკენ? საგარეო პოლიტიკური იმართულება უნდა იყოს მკაფიო და გასაგები ჩვენი პარტნიორებისთვის და ჩვენი პარტნიორები არიან ევროპა, აშშ და ნატო."

საქართველო თითქოს დაუსრულებლად ელის ევროსკავშირის და ნატოს წევრობას, თუმცა ბურჭულაძის ეკონომიკური გეგმა დიდწილადაა დამოკიდებული დასავლეთთან ვაჭრობაზე. დღეს საქართველოს შეუძლია თავისუფლად ივაჭროს ევროკავშირთან. ბურჭულაძის მიზანია დაარწმუნოს აშშ, რომ იგივე შეთანხმება მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის.

"ჩვენ რუსეთთანაც გვინდა ურთიერთობების გაუმჯობესება," ამბობს ბურჭულაძე. "მაგრამ არსეობებს ორი საკითხი, რომელზეც კომპრომისი გამორიცხულია. ესაა ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. საქართველო უნდა იყოს ერთიანი სახელმწიფო."

მას მიაჩნია, რომ საქართველო უნდა ესაუბროს აბხაზებსა და ოსებს პირდაპირ, რუსეთის ჩართულობის გარეშე და შესთავაზოს მათ “ფართო ავტონომია” ერთიანი საქართველოს ფარგლებში. ბურჭულაძე ასევე გამორიცხავს მოლაპარაკებებს რუსულ სახელმწიფო კომპანია "გაზპრომთან", საკითხი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება განიხილავდა და რომლის გამოც ძლიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

"ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები და გვსურს, რომ მაქსიმალურად განვავითაროდ და გამოვიყენოთ იმ ენერგო დერეფანის შესაძლებლობები, რომელიც აზერბაიჯანიდან იწყება, საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ ევროკავშირში გადის", ამბობს ის. "ეს საკითხი ძალიან მნიშნველოვანია რადგან ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას ეხება."

ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ არ უნდა დათმოს არაფერი, რაც ქვეყნის გრელვადიან ინტერესებსა და სუვერენიტეტს ეხება. უკრაინის კრიზისმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეუძლია რუსეთს გამოიყენოს ენერგო და სამხედრო რესურსები რათა გავლენა მოახდინოს მეზობელ სახელმწიფოზე. "ამის გარდა, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მოლაპარაკება რუსეთთან ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა თუ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ," ამბობს ის.

მიუხედავად ბურჭულაძის სურვილისა დაიწყოს რუსეთთან დიალოგი, ამ საკითხებს რეალურად წყვეტს ერთი ადამიანი, რომელსაც კომპრომისები არ ჩვევია – ეს არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის ხელწერაცაა სამხედრო ინტერვენციები და ენერგო შეთანხმებები. როგორ ხედავს ბურჭულაძე მასთან მოლაპარაკებებს?

"აქ მნიშნველოვანია არა პიროვნება არამედ პოლიტიკა და კერძოდ, რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ"აცხადებს ბურჭულაძე. "ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ დავთმობთ საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი საგარეო პოლიტიკურ კურსს. ამავდროულად კი დავარწმუნოთ ის, რომ ჩვენ არ გვინდა მტრობა და გვინდა მშვიდობა რუსეთთან და შეგვიძლია ვიყოთ პარტნიორები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილო კავკასიაში," განაცხადა ბურჭულაძემ.

დღეს პუტინი ძალიან პოპულარულია რუსეთში, მოსკოვის საგარეო პოლიტიკა ბევრად აგრესიული და პირდაპირი გახდა, დასავლეთის პასუხი და ერთსულოვნება კი არამდგრადი. თუმცა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ რადიკალური ისლამიზმის საფრთხემ და მისმა სიმძაფრემ რუსეთის რეგიონებში საქართველოს საზღვრების ჩრდილოეთით შესაძლოა დაარწმუნოს რუსეთი სტაბილური მოკავშირის აუცილებლობაში.

"ეს მათ ინტერესშია რომ ჰყავდეთ ძლიერი მეზობელი და პარტნიორი და საქართველო იქნება ძლიერი და სტაბილური მხოლოდ მაშინ როდესაც ის ნატოს და ევროკავშირის ნაწილი გახდება," ამბობს ის. "საქართველოს გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას ჩვენს რეგიონში. მათ სერიოზული პრობლემები აქვთ ტერორიზმთან მიმართებაში ჩრდილოკავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში."

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები ღიად აცხადებენ, რომ 4,000 რუს მოქალაქეზე მეტი შეუერთდა სირიისა და ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებებს და მისი ჩრდილო კავკასიური რეგიონი ამ ნაკადის ერთერთი ძირითადი წყროა.

"ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან ბევრად ინტერსიური დიალოგი ვიდრე დღეს გვაქვს, თუმცა მოკოვთან მარტო დარჩენა სახიფათოა, ამიტომ ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა გავაკეთოთ”, აცხადებს ბურჭულაძე.

"ჩვენ გვაქვს პოტენცია პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ქართული რეფორმების წარმატება ევროპის ინტერესებში შედის, რადგანაც თუ ჩვენ დემოკრატიული და წარმატებული ვიქნებით, ეს მისცემს ევროკავშირს საშუალებას ჰყავდეს ძლიერი პარტნიორი და პოზიტიიურად იმოქმედოს რეგიონზე.."

ბურჭულაძე კვლავაც არის წარმოდგენილი ლონდონის სამეფო ოპერის "დონ კარლოსის" მთავარ როლში მომავალ წელს. თუმცა მას იმედი აქვს, რომ მისი შემცვლელი კარგადაა მომზადებული, რადგანაც ბურჭულაძე პოლიტიკაში დარჩენას დიდხანს აპირებს.

"მე შევაჩერე წარმატებული საოპერო კარიერა. მირჩევდნენ რომ არ შევსულიყავი პოლიტიკაში, მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკა არ არის სუფთა და კარგი ადამიანებისთვის, ეს ბინძური საქმეა, მაგრამ მე ამას ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და საქართველოსთვის ვაკეთებ და მე მინდა, რომ პოლიტიკა პატიოსანი და კარგი ადამიანების საქმედ ვაქციო..

"25 წელია ქართველ ხალხი სახელმწიფოსა და მთავრობას ემსახურება. მე მსურს რომ პირიქით იყოს. ჩვენი მიზანია სახლემწიფო ემსახუროს ხალხს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42