”საით მიდის შამბას მატარებელი?” - გია გვაზავა
პოლიტიკა - 13:01, 27 Jul, 2016     2288
დე-ფაქტო აფხაზეთში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ

- აფხაზეთში წარმოქმნილ შიდა დაპირისპირებების საკითხს როგორ შეაფასებდით?

- ეს არ არის საკითხი, ეს უკვე პრობლემაა. აფხაზებს პრობლემები დაეწყოთ. ძნელი მისახვედრი არაა, ვის ინტერესშიცაა ეს. ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია იქაური არეულობა. ისინი ჩვენი თანამემამულეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცალ-ცალკე ვართ. ბოლო დროის მოვლენები ცხადყოფს, რომ დღემდე "აფხაზურ პოლიტიკას" კლანური დაჯგუფებები მართავს, რომლებიც, საბოლოო ჯამში რუსეთის ინტერესების სამსახურში არიან. რუსეთისთვის სულერთია, რომელი კლანი რომელს ჩაანაცვლებს, მთავარია, მათი პოლიტიკური ვექტორი არ შეიცვალოს. ყველამ ვიცით, რომ დღეს აფხაზეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და განსაკუთრებით მძიმე დემოგრაფიული ფონია. ამ სტაგნაციას, ასე ვთქვათ, ”პოლიტიკური” კრიზისიც დაემატა. თქვენ წარმოიდგინეთ, რეფერენდუმში, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი, ანუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, სულ 1 628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლის 1.23 პროცენტს შეადგენს. რაზე მიუთითებს ასეთი დამოკიდებულება? აფხაზები ხვდებიან, რომ საკუთარ კომფორტზე ორიენტირებული და რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ხალხს. ამიტომაც მათი უმრავლესობა ოპოზიციური მხარის მოწოდებით, რეფერენდუმზე არ გამოცხადდა, ნაწილმა კი რეფერენდუმამდე 5 დღით ადრე შსს-ს სამინისტროსთან აქციით გამოხატა პროტესტი, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასეთ გახლეჩას აფხაზეთში აქამდე ადგილი არ ჰქონია. რეფერენდუმის ჩაშლა ხაჯიმბას პოზიციას ამაგრებს, რადგან იმავე საკითხის კვლავ გამოტანა მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. გუშინ კიდევ აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრი გადადგა. მართალია, მიქვაბიას გადადგომის მიზეზები ცნობილი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი კრიზისული ჯაჭვის რგოლია. ამ კრიზისს ემატება სომხური ფაქტორიც. სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”კრუნკი” ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნას ითხოვს. ჩვენ კარგად გვახსოვს ”კრუნკი” თავისი ანტიქართული გამოხტომებით ჯერ კიდევ ომამდე. ომისშემდგომ პერიოდში კი ეს ჯგუფი განუწყვეტლივ ახსენებდა აფხაზებს იმას, რომ აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის მოპოვებაში” სომხებმა დიდი როლი ითამაშეს და სათანადოდ არც კი დაუფასდათ. მათ თავის დროზე აფხაზეთში ქართული სეგმენტის თავიდან მოსაცილებლად ბევრი იბრძოლეს. ამჯერად კი მიაღწიეს გალელებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების ანულირებას, რომ დამაჯერებელი უმრავლესობა ყოფილიყვნენ აფხაზეთში. ამჟამად უფრო მასშტაბური ამოცანა დგას ”კრუნკის” წინაშე. მასმედიით გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის "მოპოვებას" უმიზნებენ. ოფიციალურად ეს ჯერ არ დასტურდება, მაგრამ აფხაზთა და სომეხთა მსგავსი უთანხმოებების შესახებ ბევრჯერ გვქონია ინფორმაცია ენგურს გაღმიდან. რუსეთს ასეთი სცენარიც აწყობს. აფხაზურ-სომხური წაკიდებაც რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. კრემლს გამოცარიელებული აფხაზეთი უაფხაზებოდ სჭირდება ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა პრიოდში სურდა საქართველო უქართველებოდ. ამიტომაც, ამ დაძაბულობას შეიძლება ამ ეტაპზე შორიდან უყუროს, მერე კი მხარიც დაუჭიროს აფხაზეთის ამჯერად "ახალ ჩაგრულ ფენას" - სომხურ ეთნოსს... არ არის გამორიცხული შექმნას ”მეგრული” ანკლავი გალის რაიონში და კუთხური სეპარატიზმის კიდევ ერთმა ახალმა კერამ იფეთქოს. დავაკვირდეთ მოვლენებს, დღეს ადრეა რაიმე პროგნოზის გაკეთება....

- ქართული მხარე როგორ უნდა მოიქცეს, თუკი ამ სცენარით განვითარდება მოვლენები?

- სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში უძლურნი ვართ. აფხაზი ხალხი თვითონ უნდა მიხვდეს, ვინ არის მათი მტერ-მოყვარე. მე ვფიქრობ, ხვდებიან კიდეც.....

- თუ ასეა, სერგეი შამბას სიტყვებს როგორ ახსნით - ”ფართო ავტონომია, ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ფედერაცია თუ კონფედერაცია უკვე არასდროს არ განიხილება, მატარებელი წასულია... დევნილების დაბრუნება - ილუზიაა.... მხოლოდ საქართველო-აფხაზეთის ურთიერთაღიარება....”

- დღევანდელი აფხაზური პოლიტიკური ელიტა რომ თვითონ არ გადმოდგამს ნაბიჯს შერიგებისკენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. დღეს მათი მთავარი ორიენტირი დანგრეული ქვეყნის აღგდენაზე ზრუნვა კია არა, სიმდიდრის მოხვეჭაა. ამისთვის ისინი ათასობით უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრასაც არ მოერიდნენ.... ჩვენ - აფხაზი ხალხის ყოფილი მეგობრები, ნათესავები, მეზობლები - მათი დაკარგული სინდისი ვართ, ვისთვისაც თვალებში ჩახედვა მათთვის სიკვდილის ტოლფასია....

ჩემი ძალიან მოკლე პასუხი შამბას ასეთი იქნებოდა - "არასოდეს თქვა არასოდეს"! არც შამბამ, არც ხაჯინბამ და არც კონფლიქტის მთავარმა სულისჩამდგმელმა მოსკოვმა არ იციან, როგორი იქნება რეალობა და ილუზია. ისტორიას ბევრი უცნაური კანონზომიერება ახასიათებს, მათ შორის ისეთი, რომ ლამის მოგებული ომის ბედი პირუკუ შეტრიალებულა. ქართულ მიწაზე მუდამ თარეშობდნენ ირანელები, თურქები, არაბები, ჩრდილოკავკასიელები და ვინ მოსთვლის, რა რჯულის ხალხი... ბევრი უთანასწორო ბრძოლა წაგვიგია, ბევრიც მოგვიგია, და იმ "უცნაური კანონზომიერების" წყალობით დღემდე ღირსეულად მოვედით... ბევრი დამპყრობელი თუ დაპყრობილი აღიგავა პირისაგან მიწისა, ჩვენ კი ენა, სარწმუნოება და სამშობლო შენარჩუნებულები ვართ დღემდე! მსოფლიოში უამრავი ენა არსებობს, დამწერლობა კი – მხოლოდ 14, და იმ 14-ში ქართული ენა მეხუთე ადგილზეა. აი, ესაა ჩვენი მატარებელი! ჩვენს მატარებელს სიმართლე ჰქვია, ჩვენ არავისთვის არაფერი წაგვირთმევია! ჩვენს სახლ-კარს, ჩვენს მშობლიურ კუთხეს ვიცავდით ოკუპანტებისგან.

აი, თქვენი მატარებელი კი საით მიდის, ბატონო სერგეი, თავად თუ იცით?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42