აღნიშნულ საკითხს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აფასებს. შაშკინის განცხადებით, მიღებული შედეგი, ანუ ჩაჭრილთა რაოდენობა ორჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც გასულ წლებში ფიქსირდებოდა. ყოფილი მინისტრი აღნიშნულის მიზეზებს ასახელებს:
„ძალიან წარუმატებელი საატესტატო გამოცდების შემდეგ, როდესაც უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა ბავშვებისა ჩაიჭრა და ვერ აიღეს ატესტატი, ახლა უკვე გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები, ასეთი მაღალი რაოდენობა ჩაჭრილი ბავშვებისა საქართველოში არ იყო. ჩვენ გვაქვს საუბარი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცდაზე, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად არის ბავშვი მომზადებული და რამდენად არის ბავშვი მზად უნივერსიტეტისთვის, ამას აქვს ორი მიზეზი. პირველი მიზეზი, რომ დაახლოებით ორჯერ მეტი ბავშვი ჩაიჭრა ვიდრე როდესმე ეროვნული გამოცდების ისტორიაში. პირველი მიზეზი ეს არის აბსოლუტურად ჩავარდნილი სასწავლო პროცესი, მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის ბავშვები საერთოდ არ დადიან სკოლებში, ამას ემატება ის, რომ პედაგოგები აცდენენ. ამას ემატება, რომ მანდატურის სამსახური მთლიანად განადგურებულია და დისციპლინის დონე სკოლებში დაყვანილია ნულამდე. ამის გადაბრალება სხვა მიზეზებზე, არის შეუძლებელი და არასწორი, მაგალითად განათლების მინისტრი ბევრს საუბრობს ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ეს გეგმა რომ გადასაკეთებელია, ყველამ ვიცით. პრობლემა არის ის, რომ ეს შედეგები არ არის ამის მიზეზი, ეს არის იმის შედეგი, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი არის მთლიანად ჩაშლილი. დაბრუნდა კორუფცია სკოლებში, იხდიან ფულს, ბავშვები სკოლებში არ დადიან, არებს არ უწერენ.
ამის მეორე მიზეზი არის ის, რომ ხალხს აღარ აქვს ფული იმისთვის, რომ ბავშვბი მოამზადონ რეპეტიტორებთან. რეპეტიტორების სისტემა ზოგადად არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც სკოლაშიც არ ასწავლიან და ფულიც არ აქვთ, რომ ბავშვები მოამზადონ, ვიღებთ იმ შედეგს, რაც მივიღეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






