,,ელისაშვილს მოუწევს ცილისწამების უარყოფა“ - არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:42, 27 Jul, 2016     1641
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გაცნობებთ, რომ მე მივმართე თბილისის მერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რადგან გადავწყვიტე, როგორც არქიტექტორმა მეტი დრო დავუთმო ჩემ პროფესიულ საქმიანობას და მუშაობა გავაგრძელო კერძო სექტორში.

მიმაჩნია, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქალაქს და ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებას. დაიწყო და დღეისათვის აქტიურ ფაზაშია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში შეიზღუდა ინტენსივობის კოიფიციენტის მომატების პრაქტიკა და დარეგულირდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

აქვე გაცნობებთ, რომ ამა წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე სარჩელი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ჩემი მისამართით საჯაროდ გააკეთა ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები.

სარჩელი ასევე ჩაბარდა ბატონ ელისაშვილს, როგორც პროცესის მოპასუხე მხარეს.

იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მიერ მალე დადგინდება სიმართლე და ელისაშვილს მოუწევს მის მიერ გამოთქმული სიცრუისა და ცილისწამების უარყოფა“ - ნათქვამია დიმიტრო მოსულივილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42