ჩინეთის სამთავრობო დონის პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია
პოლიტიკა - 12:07, 27 Jul, 2016     1033
ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვით ჩინეთის სამთავრობო დონის მაშტაბურ პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია. „შინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით იხსნება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad”, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. მემორანდუმის ხელმოწერამდე, დიმიტრი ქუმსიშვილი Silk Road Chamber of International Commerce–ის გენერალურ მდივანს, ლი ჭონგ ჯანგს შეხვდა.

„ახალ აბრეშუმის გზაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყანა. როდესაც ამ პლატფორმას ქმნიდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მათ საპილოტე რეჟიმში შეიძინეს ხუთი ათასი ბოთლი ქართული ღვინო, რომელიც ერთ ღამეში გაყიდეს. დღეს უკვე მათ შეკვეთილი აქვთ სამასი ათასი ბოთლი ქართული ღვინო და დაგეგმილია, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს წარმოჩენა ახალ აბრეშუმის გზაზე, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო 8 000 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აწარმოებს ღვინოს. „ეს რვაათასწლიანი ტრადიცია უკვე აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი ღვინო არის საუკეთესო ხარისხის და ამას ადასტურებს ჩინურ ბაზარზე მზარდი მოთხოვნაც. შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ მოვახდინოთ ჩვენი ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42