"თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა აბსურდსა და სისულელემდე არ უნდა მივიდეს"-პაატა შეშელიძე
პოლიტიკა - 12:04, 27 Jul, 2016     1277

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ თამბაქოსთან ბრძოლის საკითხები გაზვიადებულია.

მისი თქმით, რეგულაციები, რომელსაც „თამბაქოს მოხმარების კანონში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, არაეფექტური იქნება.

როგორც ის BPI-თან ამბობს, წარმოუდგენელია დაადგინო რომელმა სიგარეტმა გამოიწვია რაიმე სახის დაავადება მაშინ, როდესაც კოლოფს შესაძლოა ბრენდის დასახელება საერთოდ არ ეწეროს.

„ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება, რთული დასამტკიცებელია, როგორი კავშირი იქნება დაავადებასა და მოწევას შორის. ასეთი რამ, რომ ადვილი დასამტკიცებელი იყოს აქამდე ყველა გამოიყენებდა ამ უპირატესობას თუნდაც იმისთვის, რომ ფული ეშოვნათ.

რაც შეეხება, ეკონომიკურ მხარეს და ვინ იხეირებს ამ რეგულაციებით, ვფიქრობ, მსხვილ კომპანიებს ეს ნაკლებად შეეხებათ. ისინი უკვე დამკვიდრებულები არიან“.

– საუბარია იმაზეც, რომ შეიძლება ბრენდის სახელწოდება საერთოდ აღარ ეწეროს სიგარეტს…

– ასეთი რამ უცხოეთშიც ვიცოდი, საკითხავია მაშინ როგორ უნდა გაყიდოს კომპანიამ სიგარეტი, თუ სახელი არ ეწერება კოლოფზე? პასუხისმგებელი ვინ იქნება? ლოგიკა ხომ უნდა იყოს…

თუ ერთი მხრივ ამბობენ დაავადებაზე პასუხისმგებლობის აღებას, თუ არ აწერია დასახელება, როგორ გავიგო, ვინ დამაავადა? როგორ უნდა მიხვდე, ვისი სიგარეტი მოწიე და დაავადდი? ეს გამორიცხულია, შეუძლებელია.

მაშინ გამყიდველს უნდა დააბრალო, რატომ მომყიდე სხვა, როდესაც მე სხვა გითხარიო… აბსურდია, სისულელემდე არ უნდა დავიდეს ეს ყველაფერი.

შეშელიძე განმარტავს, რომ მისთვის თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციების დაწესება მოსაწონი არ არის.

ექსპერტი რეკლამირების საკითხსაც ეხება და აცხადებს, რომ არ შეიძლება ადამიანს მოაკლო ინფორმაცია.

„საერთოდ ძალიან გაზვიადებულია თამბაქოსთან ბრძოლა. ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე ლობისტური საკითხებია. მე პირადად ცხოვრებაში არ მომიწევია, მაგრამ არც მისი რეგულირება მომწონს. არ მგონია, რომ სწორი ფორმა იყოს შერჩეული. როდესაც თამბაქოს არ მოწევენ, მოწევენ სხვა რამეს, ესეც ხომ უნდა გაითვალისწინონ.

რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები არაეფექტური იქნება.

რაც შეეხება რეკლამას, ეს ხომ ინფორმაციის მიწოდებაა… ადამიანს ინფორმაციას რომ მოაკლებ, რა თქმა უნდა, ამის შედეგად კარგი არაფერი იქნება. მე თუ ინფორმაცია მომაკელი, მაშინ რა გამოვიდა?“ – კითხულობს შეშელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42