ირაკლი ალასანია შეხვდა ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებს, სადაც გაიმართა საუბარი საქართველოს შესახებ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა , რომ საქართველოს ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იქნება. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ისეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე - ერთი მხრივ ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მეორე მხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე.
,,მქონდა შეხვედრა კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებთან და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს. ყურადღება გავამახვილე ორ საკითხზე, ერთია ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რადგან საქართველოს სჭირდება სტაბილური ეკონომიკა და ინვესტიციები და მეორე - სამხედრო თანამშრომლობა, რათა საქართველო გახდეს უფრო დაცული. რესპუბლიკელები მოვლენ თუ დემოკრატები დიდი იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






