ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო “იტარ-ტასი” ოკუპირებული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობის პრესსამსახურზე დაყრნდობით იტყობინება.
როგორც გაირკვა მიქვაბიამ მთავრობის სხდომა ჩაატარა და გადადგომის შესახებაც განაცხადა.
“გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. ჩვენ ძალიან დიდი საქმე დავიწყეთ არახელსაყრელ პირობებში, რაც გამოწვეულია საზოგადოების დაყოფითა და სოციალური დაძაბულობით. ყველა ზომა, რომელიც მთავრობამ განახორციელა, სხვა პირობებში უფრო საგრძნობი იქნებოდა” - "იტარ-ტასის" ცნობით, მიქვაბიას სიტყვებს აფხაზური სააგენტო “აფსნიპრესი” აქვეყნებს.
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ არტურ მიქვაბიას გადადგომის განაცხადი დააკმაყოფილა.ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დროებით პირველი ვიცეპრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მთავრობას დაითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს ინფორმაციითვე, თანამდებობებს დატოვებენ გენერალური პროკურორი და დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრ
20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივის განხილვა 27 ივლისისთვის გადაიდო. ე.წ. პარლამენტის სპიკერის თქმით, უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა რაულ ხაჯიმბას თხოვნით გადაიდო, რადგან დეფაქტო პრეზიდენტს ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრება სურდა.
დე ფაქტო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი ე.წ. დეპუტატი ალმას ჯაპუა იყო, რომელიც არტურ მიქვაბიას პასპორტიზაციის პროცესის წარუმატებლობასა და კორუფციულ გარიგეგბებში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






