საჯარო განცხადებამდე, მარგველაშვილი პრემიერსა და შს მინისტრს შეხვდა - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 22:48, 26 Jul, 2016     1715

საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში.

ჩიხრაძე აცხადებს, რომ გაურკვეველია ვინ შეიძლება იდგეს მსგავსი ზეწოლების უკან. გიორგი მარგველაშვილმა კი მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა:

„ჩვენ დინამიურ პროცესში ვცხოვრობთ და გვახსოვს ფაქტები, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება. ყველა ეს ფაქტი ერთობლიობაში და ის, რომ ამ ფაქტებიდან არცერთი არ იქნა გამოძიებული სათანადოდ არ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს კასკადი ამ ტიპის დანაშაულებრივი წყებისა. ეს ძალიან მძიმე ფაქტებია და მიკვირს იმ ადამიანების, განსაკუთრებით თანამდებობის პირებს, მმართველი ძალის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ვერ აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას რაც აკისრიათ. ფაქტია, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ის არასერიოზული შეფასებები რომ პრეზიდენტი ვიღაცის დაკვეთას ასრულებს, არის მარტივი მანიპულაციები, რომ არსებული მძიმე სიტუაცია გადაფარონ.

ეს ფაქტი მოხდა. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული და მივიღებთ ადექვატურ პასუხს. დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა ეს შემთხვევა, ჩვენ ვმსჯელობდით რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან, ვისი ინტერესი შეიძლება იმალებოდეს, ვამბობდით იმასაც რომ შესაძლოა არაფერი არ არის. პრეზიდენტი კატეგორიული განწყობა იყო, რომ ის არ აპირებდა თავიდან არავისთან ამ თემაზე საუბარს, რადგან მას აქვს წონადი არგუმენტები, თუმცა, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული თანდმებობის პირთა წრე ჩაეყენებინა საქმის კურსში და პირველ რიგში ვგულისხმობდით პრემიერ-მინისტრს. პრეზდენტმა პრემიერი და შს მინისტრი ამ საქმის თაობაზე ჩააყენა საქმის კურსში. მას ჰქონდა სურვილი, რომ უცნაურ პროცესთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ჩვენ ჩავთვალეთ რომ პრემიერი და შს მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არაერთხელ აფიქსირებდა პოზიციას, რომ პრობლემები იყო. არ მგონია, რომ ეს ისეთი ჩვეულებრივი საკითხები იყოს, რომ შეიძლება ვიღაცამ ყურადღება არ გაამახვილოს, ამაზე კი ვისმენდით კვლავ არაადექვატურ კომენტარებს. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ის, რომ მას კითხვის ნიშნები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი განაწყობდა სკეპტიკურად და ამიტომ მოითხოვდა უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით ვისგან შეიძლება მოდიოდეს ეს ზეწოლა“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42