თუ "ქართული ოცნების" რეიტინგი დავარდნილია, გარწმუნებთ, ორ თვეში ზემოთ აიწევს - თემურ ჭკუასელი
პოლიტიკა - 22:37, 26 Jul, 2016     8011

დღეს ოზურგეთში "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატები წარადგინა. ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში არჩილ თალაკვაძე და ლანჩხუთ - ჩოხატაურში თემურ ჭკუასელი იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.

როგორც "გურიის მოამბესთან" ჩოხატაურის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი ამბობს, მას ჩოხატაურელების მხარდაჭერის იმედი აქვს, გამომდინარე იქედან, რა გრანდიოზული პროექტებიც მას ჩოხატაურში განუხორციელებია:

"თუკი გაივლით ჩოხატაურის ცენტრში, აუცილებლად მიხვდებით, თუ რატომ შეიძლება კიდევ ერთხელ ნდობა გამომიცხადოს ჩოხატაურის მოსახლეობამ. მართალი რომ გითხრათ, დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ ისეთი სერიოზული პროექტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არიას მიყვანილი. ჩავთვალე, რომ ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა. რაც შეეხება ლანჩხუთის მოსახლეობას, მაქვს იმედი, რიომ ისინი გვერდით დამიდგებიან , ვერ ვიტყვი, რომ ლანჩხუთი ჩემთვის უცხოა. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდოაბა ჩიბათში მაქვს გატარებული, საიდანაც ვარ წარმოშობით და ეს ახლობლობა დამეხმარება გამარჯვებაში".

ბატონო თემურ, განსხვავებით სხვა მუნიციპალიტეტებისგან, სადაც უმრავლესად მაჟორიტარობის ახალი კანდიდატები დასახელდა, თქვენ ფაქტობრივად მეორედ გეძლევათ შანსი "ოცნების" სახელით გამარჯვებისთვის იბრძოლოთ. როგორც ამბობენ, მაჟორიტარობის კანდიდატად ხელმეორედ დასასახელება ბიძინა ივანიშვილთან თქვენი მეგობრული და ხანგრძლივი ურთიერთობით არის განპირობებიული.

დიახ, მე გეუბნებით რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მეოგბარია, მაგრამ ჩემს კანდიდატად ხელმეორედ დასახელებაში მისი წვლილი ნულის ტოლია. მე ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს, სანამ ჩემს კანდიდატურას დაასახელებდნენ და მან მითხრა: "თემურ, თუ ისინი კანდიდატად წარგადგენენ, ამაში ჩემი წვლილი არ იქნება. თუ არ დაგასახელებენ, არც ამაში ჩავერევი, რადგან თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ, რომ შენ ნდობა გამოგიცხადოს, ამას თავად გააკეთებენ" - ასეც მოხდა, მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მე ის ადამიანი ვიყავი, რომელმაც ჩოხატაურში ბევრი კარგი საქმე გააკეთა.
განსხვავებით 2012 წლისგან, როდესაც "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება უფრო იოლად მისაღწევი იყო, რას იტყვით 2016 წლის არჩევნებზე, შეგიძლიათ თქვათ, რომ მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მხარს დაგიჭერთ?

დიახ, მე მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს. დიახ, ამბობენ, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი დავარდნილია, მაგრამ გარწმუნებთ ორ თვეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და რეიტინგი ისევ ზემოთ აიწევს.
ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ ბატონო თემურ?

ამაში მარწმუნებს ის საქმეები, რაც ჩვენ ოთხი წლის მანძილზე გავაკეთეთ. პრემიერმაც აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რასაც აკეთებს, რომ ეს ყველაფერი კეთდება ხალხისთვის.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობამ ეს ვერ დაინახა? არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეზე რატომ აკეთებთ ძირითად აქცენტს?

ჩვენ სწორად ამას გვსაყვედურობს ყველა, რომ კარგად ვერ ვახერხებდით გაკეთებული საქმეების გაპიარებას. ამას მოვახერხებთ ამ ორ თვეში.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42