ოზურგეთში პრემიერთან შესახვედრად ჩამოყვანილი ლანჩხუთელი პედაგოგები ავარიაში მოყვნენ
შემთხვევა - 22:35, 26 Jul, 2016     14232
რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთი-ლანჩხუთის ავტომაგისტრალის გულიანის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ოზურგეთიდან მიმავალი სკოლის ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა აცნობეს, ორთავე ავტობუსში დღეს ოზურგეთში პრემირ მინისტრთან შესახვედრად წაყვანილი პედაგოგები ისხდნენ.
შეჯახების შდეგად არავინ არ დაშავებულა. დაზიანდა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის ავტობუსი დაეჯახა და საქარე მინდა ჩაუმტვრია.
ავტობუსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საბაზისო სკოლას ეკუთვნის და მის ფუნცქციებში სკოლის ბავშვების მომსახურება შედის.
ავტობუსს ამავე სკოლის მასწავლებელი მართავდა.
"ქვიანის არასრული საბაზო სკოლის კუთვნილი ავტობუსი, რომელზეც აწერია, კიდეც სკლის ავტობუსი, შეეჯახა ერთ-ერთ მიკროავტობუსს, ჩამტვრეულია საქარე მინდა და დაზიანებულია კარები. ხრამში კინაღამ გადავარდით. არც გაჩერებულა ეს ავტობუსი ისე სწრაფად გააგრძელა მოძრაობა. მიკროავტობუსში პედაგოგები და რამდენიმე ჩიბათელი ვიჯექით. იყო ასევე კოორდინატორის ბავშვი. ლამის დაგვხოცა ყველა.ავტობუსს ქვიანის სკოლის პედაგოგი მართავდა. გულიანში მოხდა შემთხვევა. ჩვენი რაფის მძღოლი სამტრედიელი იყო, ისე სწრაფად გამოეკიდა ავტობუსს, მაგარი გადარჩენილები ვართ"-გვიყვება თვითმხილველი.
მისი თქმით, ლანჩხუთიდან ოზურგეთში დღეს რამდენიმე მიკროავტობუსი წამოვიდა, რომლითაც ადგილობრივები პრემიერთან შესახვედრად წამოიყვანეს.
ქვიათის სკოლის მასწავლებელი და სკოლის დირექტორის ქმარი, იური ფირცხალაიშვილი,
პრემიერმა დღეს ოზურგეთში, ოზურგეთისა და ლანჩხუთ-ჩოხატარის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარადგინა.

ავტორი "გურიის მოამბე"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42