სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის ღია წერილი პრეზიდენტს
პოლიტიკა - 20:56, 26 Jul, 2016     7129
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია, პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. ჯანაშია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრობს და ქვეყნის პირველ პირს მოუწოდებს იყოს უკომპრომისო ქვეყანაში გამეფებული უსამართლობისა და შერჩევითი მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ თემურ ჯანაშიას ღია წერილს.

"დიდი გულისტიკვილით ვადევნებ თვალს თქვენს წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენელების, ძალოვანი სტრუქტურების, საპარლამენტო უმრავლესო ბისმიერ წარმოებულ შემაძრწუნებელდა უკანონო კამპანიას, რომლის მიზანსაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია და პირადად თქვენი მორალურად გატეხვა წარმოადგენს.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, სამოქალაქო პოზიციებიდან გამომდინარე, ყველა უნდა დაირაზმოს პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული ამ აღვირახსნილი ტალღის შესაჩერებლად, რომელიც ადრე თუ გვიან შეიძლება, გადაიზარდოს მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნაში, რისი არაერთი მაგალითი ჩვენს ქვეყანას, სამწუხროდ, უკვე გააჩნია.

თუმცა, სამოქალაქო სექტორის აქტიურობა და პრეზიდენტისადმი გამოხატული მხარდაჭერა ვერ იქნება ეფექტური, ვიდრე თავად პრეზიდენტი არ იქნება უკომპრომისო ქვეყანაში გამეფებული უსამართლობისა და შერჩევითი მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

პირადად თქვენ და თქვენი ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქმეს, რომელზეც მე ვარ ბრალდებული. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ვასრულებდი თქვენი წინამორბედის, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წერილობით განკარგულებებს ამა თუ იმ ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით. განკარგულებებს, რომელიც სრულდებოდა მანამდეც, ვიდრე მე სდსს-ს უფროსად დავინიშნებოდი და, რომელიც სრულდებოდა მას შემდეგაც, რაც მე სდსს-ს უფროსის თანამდებობა დავტოვე.

პროკურატურამ და სასამართლომ ძალიან კარგად იცის რა ჩემი უდანაშაულობის შესახებ, მაქციეს შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლად. აბსოლუტურად იდენტური ქმედებებისთვის ბრალდებული ვარ მე და მხოლოდ მე და არა ჩემი წინამორბე დი ან ჩემი შემცვლელი სდსს-ს უფროსის თანამდებობაზე.

საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ დადასტურდეს ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითად წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა, გთხოვთ, მოხსნათ გრიფი და გაასაჯაროვოთ საქართველოს პრეზიდენტის 2013წლის 04 იანვრის შემდგომ მიღებული ყველა განკარგულება, რაც ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ასიგნებების გამოყოფას პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრებისათვის ხარჯების გასაწევად და ასევე, უშუალოდ სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებით იმავე ტიპის ხარჯების გაწევას.

თქვენ, როგორც პრეზიდენტი, ხართ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის გარანტი, თქვენ ხართ გარანტი თანასწორობის და თავისუფლების უფლებათა რეალიზაციის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ და მხოლოდ თქვენ ხელგეწიფებათ, გამოააშკარაოთ შერჩევითი მართლმსაჯულების ეს ერთი კონკრეტული ნათელი შემთხვევა.

მოგიწოდებთ, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგვეხმაროთ, დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და მენდეთ, ჩვენ შევეცდებით, დავიცვათ პრეზიდენტი," - ნათქავამია თემურ ჯანაშიას წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42