,,ჩვენ ვისმენთ პოლიტიკოსების ამორალურ განცხადებებს“ - კალაძე პრეზიდენტს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 19:57, 26 Jul, 2016     2180
ნამდვილად სამწუხაროა, ის რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ ამორალურ განცხადებებს, ზნეობადაკარგულ განცხადებებს პოლიტიკოსებისგან - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ ოზურგეთში ,,ქართული ოცნების“ კანიდადატის წარდგენისას ჟურნალისტებთან გააკეთა.

,,სამწუხაროდ, ეს დამკვიდრებული ტრადიციაა, თუმცა მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა საქართველოში ფაქტობრივად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკა ახალ თანამედროვე საფეხურზე გადავიყვანოთ, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებშია. მე მესმის, რომ დღეს რთულია საუბარი მორალზე, ზნეობაზე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულები“ - განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებებით სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს. კალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება სამართალდამცავების მიმართ ზეწოლად იყოს აღქმული. კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, ჭორაობისგან თავი შეიკავოს.

,,ჩვენ ორი დღეა, გუშინ და დღეს ვისმენთ პრეზიდენტის არაადექვატურ განცხადებებს. აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს გარკვეული დისკრედიტაცია განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუტების, რაზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, სამშობლო. ეს ადამიანი თავისი განცხადებებით ცდილობს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს. ასევე, მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე, რომ აშკარად ჩანს, რომ ის არის დაბნეული ამ განცხადებების გამო, ალბათ იმის გამო, რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში მის გამოსვლებს. გუშინ, დღეს მისი ადმინისტრაციის განცხადებებს. შეიძლება ამის გამოც, თუმცა ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ მაგალითად კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს ჩემთან. ეს მე მაფიქრებინებს იმას, რომ გარკვეულწილად შეიძლება აღქმული იყოს ზეწოლად სამართალდამცავების მიმართ. ასევე, მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი, რომ ის ყოველთვის საუბრობს, რომ არ არის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, ან თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“, თუმცა მისი განცხადებები არის ციტირება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მე არ მახსოვს, ყოველშემთხვევაში, რაც ის პრეზიდენტია, რომ მას გაეკეთებინა განცხადება, თუნდაც, კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. თუნდაც გაეკეთებინა განცხადება იმ ზონდერებთან დაკავშირებით, ვინც წლების განმავლობაში რა მდგომარეობაში აგდებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და როგორ უსწორდებოდნენ ქართველ ხალხს. ასეთი განცხადებები მისი მხრიდან არ მახსოვს, ხოლო ციტირებები „ნაციონალური მოძრაობისა“ ძალიან ხშირია. მე მინდა მას მოვუწოდო თავი შეიკავოს ჭორაობისაგან. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი. მერე რამ, რომ გარკვეული ადამიანების ხათრით იქნა არჩეული. ის პრეზიდენტია. პატივი სცეს ამ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს ჭორაობისგან“ - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42