ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე მსახიობი სამსახურებიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. დავით კინწურაშვილის ბრძანების თანახმად, სამსახურებიდან გათავისუფლებულნი არიან: იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი.
დავით კინწურაშვილის ბრძანება 26 ივლისის რიცხვით არის დათარიღებული და მიზეზად "შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა" სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის დერექტორმა, ალექსანდრე მოწონელიძემ, თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას მოწონელიძე მედიასთან საუბრისას ადასტურებს. როგორც ცნობილია მოწონელიძეს ტანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის მინისტრმა კინწურაშვილსა და მოწონელიძეს ტანამდებობების დატოვებისთვის ვადა საღამომდე მისცა, წინააღეგ შემთხვევაში გიორგაძე თავად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები






