“გადავწყვიტეთ წლევანდელი ამბასადორიალის კონცეფცია თანამედროვე გამოწვევებს მოვარგოთ “- მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 14:36, 26 Jul, 2016     1084
“გადავწყვიტეთ წლევანდელი ამბასადორიალის კონცეფცია თანამედროვე გამოწვევებისთვის მოგვერგო. მომდევნო 4 დღის განმავლობაში შევეცდებით სხვა კუთხით შევაფასოთ ის საერთაშორისო გარემო, რომელშიც გვიწევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ძალისხმევის მიმართვა”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “ამბასადორიალი 2016”-გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ ჯანელიძემ მსოფლიოში არსებული გამოწვევები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები შეაფასა. მისი განცხადებით თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ქართულ დიპლომატიას ახალი ამოცანებისა და მათი შესრულების უფრო ეფექტური გზების გამოყენებისკენ უბიძგებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ე.წ. “რბილი ძალის” მნიშვნელობაზე, რომლის ინსტრუმენტები - საჯარო დიპლომატია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურად გამოიყენება დიპლომატიაში.

მისი განცხადებით წლევანდელ ამბასადორიალიზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიული კომუნიკაციისა და ციფრული დიპლომატიის უფრო ეფეტურად გამოყენების გზებზე მსჯელობას, რა დროსაც მოხდება აღნიშნულ საკითხებზე პარტნიორი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება.

“თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო მეტად არის გაზრდილი არასახელმწიფო აქტორების, სოციალური ქსელებისა და თითოეული მოქალაქის, როგორც ინფორმაციის ყველაზე სწრაფად მიმღებისა და გამავრცელებლის როლი.

კარგად გვაქვს გააზრებული, რომ აუცილებელია მაქსიმალური გახსნილობა და უშუალობა, რათა უფრო აქტიურად დავამყაროთ კონტაქტები, როგორც ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ისე სხვა აქტორებთან, იქნება ეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები თუ უბრალოდ მოქალაქეები.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში აუცილებელია დიპლომატებს ჰქონდეთ უფრო მეტი ავტონომია და შეძლონ ცალკეულ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში მომრავლებულ კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც უცხო ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური, თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებთან განუწყვეტელი და ყოველმხრივი კომუნიკაცია, იქნება ეს ტრადიციული საკომუნიკაციო საშუალებების თუ სოციალური ქსელების გამოყენებით, რათა დროულად შევძლოთ მათი დახმარება” - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით ამბასადორიალის ფარგლებში ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიზნესსექტორთან კომუნიკაციას და საქართველოში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებას. სწორედ საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში წელს პირველად გაიმართება ელჩების შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და მთავრობის ეკონომიკური სექტორის მინისტრებთან ეკონომიკური დიპლომატიის საკითხზე მსჯელობა.

“შემთხვევითი არ არის, რომ ამბასადორიალის ფარგლებში ორ პანელს ვატარებთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკში. თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქვეყანაში შემოტანა და ყოველდღიურ საქმიანობაში მათი აქტიურად გამოყენება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე საშინაო და საგარეო პოლიტიკის უფრო პროაქტიულად და ინოვაციურად წარმართვას” - განაცხადა მინისტრმა.

“ამბასადორიალი 2016”-ის გახსნის ცერემონიაზე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრმა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება 2016 წლის 26-29 ივლისს საქართველოს პარლამენის შენობაში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში იმსჯელებენ საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტების მისაღწევად, როგორიცაა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. საუბარი შეეხება საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზებს. როგორც ტრადიციული დიპლომატიით, ისე თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტირებული ხერხებითა და საშუალებებით. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42