„ხიდაშელის განცხადებაშიც მაღალი ინტერესი არსებობს და საჭიროა დროული პასუხები იყოს გაცემული პროკურატურის მხრიდან“-ალექსი პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 13:23, 26 Jul, 2016     1217

„კონკრეტულად ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევასთან მიმართებაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა, ალბათ, კონკრეტული ადამიანები დაიკითხნენ და ამის იქით საქმე არ წასულა. რეალურად როდესაც ქვეყანაში ხდება ორი ადამიანის ვაიბერ-მიმოწერის გაშიფვრა, ორი ადამიანის კომუნიკაციის ხელში ჩაგდება მესამე პირის მიერ, ამაზე გამოძიებას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მინახავს“,- განაცხადა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა.

ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია. ალექსი პეტრიაშვილის ამბობს, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, თინა ხიდაშელის განცხადებაშიც მაღალი ინტერესი არსებობს და საჭიროა დროული პასუხები იყოს გაცემული პროკურატურის მხრიდან, რატომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა ეფექტის მომტანია გამოძიებისთვის, რის საფუძველზეც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იმთავითვე არსებობდა, რადგან პირველად დააკავეს სრულიად გაუგებარი ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან, ალბათ, შეხებაც არ ჰქონდა, შემდეგ სხვა ჯგუფი დააკავეს და ახლა ვიგებთ, რომ უკვე საპროცესო შეთანხმებით ხდება ადამიანების გათავისუფლება. „საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება მაშინ, როდესაც პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის ინფორმაციას და იმხელა სარგებელი მოაქვს გამოძიებისთვის, რომ უფრო დიდი დანაშაულის, ან მისი ჩამდენის გამოვლინება ხდება. ზოგადად, გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე, ვიდეოს ატვირთვაზე, თვალთვალზე, უკანონო მოსმენებზე, ბუნდოვანებით არის მოცული“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42