რუსთავი 2, საკონსტიტუციოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი ივანიშვილი ,,ფეოდალური ხელისუფლების“ მსხვერპლი ხდება
პოლიტიკა - 13:08, 26 Jul, 2016     1841
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრზე განხორციელებული ძალადობის გამო, რაც იმის მანიშნებელია, რომ დაიწყება ყველა იმ პირის და ოჯახის წევრის დევნა, ვისაც „შუშის სასახლის მბრძანებელი“ ივანიშვილი ცუდი თვალით უყურებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და უკვე საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილის „ფეოდალური ხელისუფლების“ ძალადობის მსხვერპლი ხდება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რამოდენიმე თვეა ვიბრძვი, რომ პირი, რომელმაც ადვოკატი გიორგი მდინარაძე უკანონოდ დააკავა (რომელმაც არასრულწლოვნისთვის მიცემული კონსულტაციის გამო, ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ბორკილები დაადო), დღეის მდგომარეობით არ უნდა მუშაობდეს პოლიციაში და უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ კონვენციის მესამე მუხლის (წამება, არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა) დარღვევაში დადანაშაულებელი საქართველოს სახელმწიფო რევაზ დვალიშვილის წამების გამო, ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება და რევაზ დვალიშვილის სავარაუდო მწამებელი რევაზ ქობულია დაესვა საბრალდებო სკამზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილის პრემიერმინსტრობის დროს წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნა, რაც არ გაუკეთებია საქართველოს არცერთ ხელისუფლებას. რევაზ ქობულიას თავგამოდებული დაცვა ივანიშვილის ხელისუფლებამ დაუფასა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ თალაკვაძეს, რომელიც წინასაარჩევნოდ, ,,ქართული ოცნების“ ახალი სახეების პრეზენტაციის დროს, ახალ სახედ მოგვევლინა. ვაფრთხილებდი საქართველოს მოსახლეობას, ივანიშვილის ხელისუფლება მხოლოდ ადვოკატების დევნაზე არ შეჩერდებოდა და შედეგი სახეზეა, აშანტაჟებენ საქართველოს პირველი პირის ოჯახის წევრს, რაც ანომალიური მოვლენაა და მიზნად ისახავს არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობაში შიშის სინდრომის დათესვას. ივანიშვილმა შეინარჩუნა მურუსიძეების სასამართლო და ჭკუა დაგვარიგა, რომ თავი დავანებოთ მურუსიძეებს, პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობივ ქმედებებზე ეფექტური გამოძიება არ ტარდება, კაბელების საქმეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო უდანაშაულო სამხედროები იხდიან სასჯელს და ა.შ.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ნათელია, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართეაბაში ღია აგრესიაზე გადავიდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. ჩემი აზრით, ხელისუფლება არჩევნების წინ ცდილობს მოსახლეობაში შიში დათესოს, რაც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას და სააკაშვილის რეჟიმის პირველი პირების ბედს გაიზიარებს“ - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42