"მოსახლეობის ღირსების დაცვა მმართველი გუნდის მთავარი მიზანი და მისიაა"-გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 12:52, 26 Jul, 2016     1379

ჩვენ ისე მოვიტანთ პროგრესს ქვეყანაში, რომ არ გადავივლით ჩვენი თანამოქალაქეების ღირსებაზე, მის გათელვაზე, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

პრემიერის თქმით, მოსახლეობის ღირსების დაცვა მმართველი გუნდის მთავარი მიზანი და მისიაა.

„გასული წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების პერიოდში, ვუყურებდით სხვადასხვა ე.წ მოდერნიზაციას, მშენებლობას და სულ ვფიქრობდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირს კი ყველაფერი ეს იმად, რომ ჩვენ ვიხილოთ თუნდაც ერთი უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი?! აღარაფერს ვიტყვი 300 ათას კაცზე. არა, მეგობრებო! პასუხი მქონდა ყოველთვის ერთი - არც ერთი უსამართლოდ დაჩაგრული ბავშვის ცრემლად არ ღირს არც ერთი ესტაკადა, არც ერთი ხიდი და არც ერთი გვირაბი. ჩვენ ისე ავაშენებთ, კიდევ უფრო ჩქარა, კიდევ უფრო ეფექტურად ჩვენს ქვეყანას, რომ საქართველოს მოსახლეობის ღირსებას შევინახავთ. ეს არის ჩვენი მთავარი კრედო, მთავარი მიზანი, მთავარი მისია და ამის გარშემო ვერთიანდებით, ყველა თქვენგანთან ერთად. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. გაუმარჯოს, არა გათითოკაცებულ, არა გახლეჩილ, არამედ ერთიან ქართულ საზოგადოებას, ძლიერ საქართველოს, გაფერადებულს, აგუგუნებულს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42