"ქვეყანაში დიდი ხნის წინ დაწყებულმა სახიფათო ტენდენციებმა პიკს მიაღწია"- ალექსი პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 12:43, 26 Jul, 2016     1178
,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში დაწყებული საქმე კონკრეტული შედეგით დასრულდება და ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური ნება გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, ის დადებითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ქვეყნაში დიდი ხნის წინ დაწყებულმა სახიფათო ტენდენციებმა პიკს მიაღწია. ირკვევა, რომ პრეზიდენტს განცხადების გაკეთებამდე, პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა და ჩათვალა, რომ არასათანადოდ იყო აღქმული ეს ინფრომაცია.

„ვიდრე პრეზიდენტმა პირდაპირ არ თქვა სათქმელი, მანამდე არც პროკურატურას, არც შსს-ს განცხადება არ გაუკეთებია. ეს არის საგანგაშო სიგნალი არა მხოლოდ კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის ან პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მთელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები და რეაქციები არაადეკვატური იყო, თუმცა მისასალმებელია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მისი განცხადებით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩნდეს განცდა იმისა, რომ - რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს პირს ძალოვან სტრუქტურებში, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის.

„კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოკვლევა. ჩვენ ვითხოვთ, გაჩნდეს განცდა ქვეყანაში, რომ ასეთი საქციელი ისჯება და ვინც არ უნდა იყოს, ძალოვანი იერარქიის სტრუქტურებში რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს პირს, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ეყოს პოლიტიკური ნება, რათა გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და აგონ პასუხი“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42