ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 10:55, 26 Jul, 2016     1279
საქართველოს პრეზიდენტი “ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეწევიან.

პრეზიდენტის თქმით საქართველო მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი კი არ არის, არამედ ევროპის შემადგენელი ნაწილია, მარგველაშვილის განცხადებით ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს მხოლოდ ურთიერთობას ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან და ურთიერთობა ევროპის ყველა ქალაქთან უნდა გაღრმავდეს.

„წინა წელი სავსე იყო გამოწვევებით, იყო პრობლემა, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რაც რეალობაშია. თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს, ვიცოდეთ და ვიაზრებდეთ იმას, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ ყველა ის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც გვაძლევს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აბრეშუმის გზა და რეგიონული თანამშრომლობის ისეთი პროექტები, როგორიც გვიქმნის შესაძლებლობას მეტი პარტნიორი მოვიზიდოთ ქვეყნის გარეთ, მეტი ქვეყანა დავარწმუნოთ საქართველოს სტაბილურ განვითარებაში, პოტენციალის გაზრდაში. ჩვენ ვართ ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებაში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამასთან, ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს მხოლოდ ურთიერთობას ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპის ყველა ქალაქთან. ჩვენ ასევე უნდა დავაკვირდეთ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42