საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ტავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მათ განცხადებებზე ადექვატური რეაქცია თავის დროზე უნდა ყოფილიყო:
„თავის დროზე რომ ყოფილიყო ადეკვატური რეაგირება ან ერთ თემაზე, ან მეორეზე ან კიდევ სხვა საკითხებზე, ბუნებრივია, პრეზიდენტს არ დასჭირდებოდა ამ განცხადების გაკეთება. რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, საერთოდ არაადეკვატურები არიან მე მგონი. არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა, არაადეკვატურობა. შსს-ს განცხადებას, რომ გავეცანი, ეს საერთოდ კატასტროფა იყო. კომუნისტების დრო გამახსენდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ეს სიტყვების რახარუხი. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არა თუ პრემიერმინისტრი ზის ტყემალზე, მე მგონი შინაგან საქმეთა მინისტრიც გვერდით უზის ამ ტყემალზე,“- განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






