საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მის სავარაუდო შემცვლელთან დაკავშირებით საუბრობს. მინისტრმა აღნიშნულის შესახებ კომენტარი რუსთავი 2-თან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, ვინ დაინიშნება დღეს თავდაცვის მინისტრად, არამედ ის ვინ იქნება 8 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში და ვინ უხელმძღვანელებს სახელმწიფო უწყებებს.
„თინა ხიდაშელზე არ დგას ეს სამყარო და ეს პრობლემა, ჩემი აზრით, არ არსებობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ვინ დაინიშნება თავდაცვის მინისტრად, თუმცა გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს დღეს ვინ დაინიშნება თავდაცვის მინისტრად. მნიშვნელოვანია 8 ოქტომბრის შემდეგ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ვინ იქნება, როგორც საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრი და ასევე ნებისმიერი მიმართულების ხელმძღვანელი. ამიტომ, ამ წუთის მდგომარეობით, დღეს საარჩევნო პროცესია და შესაბამისად ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის სამთვიანი მოცემულობა,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






