,,ჩემთვის ცნობილია ის საბრალდებლო დასკვნა, ვინ მონაწილეობდა, როგორ დაიგეგმა. გიორგაძის კისერზეა არა მხოლოდ 1995 წლის აგვისტოს აფეთქებაა, შევარდნაძის, არამედ არაერთი სხვა მკვლელობა და ტერორისტული აქტი. მის კისერზე ის, თუ რა დღეშიც არის საქართველოს გმირი გია ყარყარაშვილი და სხვა ბევრი უბედურება. იგორი გიორგაძე არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახუის თანამშრომელი. მე ვიცი როგორ დაინიშნა ის ჩემს შემდგომ, ეს იყო პირდაპირ მითითებით კრემლიდან, რუსეთიდან“ - აცხადებს ბათიაშვილი და მის გადადგომის შემდეგ შევარდნაძესთან საუბრის დეტალებს იხსენებს.
,,შევარდნაძემ მიხრა, რომ ყველზე მისაღები იყო ჩემს შემდგომ ავთანდილ იოსელიანი, ის იყო ჩემი მოადგილე. იგორ გიორგაძეზე ლაპარაკი არ ყოფილა და შემდგომ პირდაპირ კრემლიდან ზეწოლით მოხდა ეს, თავდაცვაში დაინიშნა ნადიბაიძე და უშიშროება დაკავდა ნავთობ ბიზნესის და სიგარეტის ბიზნეს საქმიანობით, რომლის შემდგომაც დაიწყო ტერორისტული აქტების მთელი სერია“ - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






