საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია წარადგინა
პოლიტიკა - 17:30, 25 Jul, 2016     1103
მარტვილში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია წარუდგინა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ბატონი ოთარი მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით უამრავი პროგრამა განხორციელდა. ეს არის მცირე მიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, პროექტი „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ამ ყველაფერს შედეგები უკვე მოაქვს, მაგრამ უფრო მეტი შედეგი მომავალში იქნება. ოთარი არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი. სხვათაშორის, ძალიან ძნელად გავიმეტე იგი- ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ოთარ დანელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროფესიული განათლების პრესტიჟის აწევას გეგმავს.

„ამასთან, ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ. არ შეიძლება ყველა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ მასწავლებლების კორპუსს გადაუაროს“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დასახული მიზნების მიღწევის პროცესში გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. გვიერთდებიან ყოველდღე ახალი ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდანაც მათშორის. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა პრემიერმა

მარტვილის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკადრება ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც არიან დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი. ეს არ არის ჩემი გამოწვევა მხოლოდ. ეს არის ჩვენი გამოწვევა მეგობრებო. აქ ვერ იქნება ორი და სამი მხარე. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნამდვილად არის დაინტერესება ამ ერთი მიზნის მისაღწევად გავერთიანდეთ. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ ურთიერთპატივისცემაში, ღირსეულ დამოკიდებულებაში, სწორ არჩევანში, იმიტომ, რომ არ შეიძლება იყოს ორი სწორი არჩევანი. არის მხოლოდ ერთი სწორი არჩევანი და მას ყველანი უნდა გავყვეთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიას წარდგენას პარტიის წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42