საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მათ შედეგად დაშავებულთა რაოდენობის მიხედვით. ამ თემაზე საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 600–ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება.
„საქართველოში გზებზე ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება!
მეგობრებო გამომდინარე უმძიმესი მდგომარეობიდან, რაც ჩვენ გზებზე ხდება, რომელსაც ჩვენ უკვე შევურჩიეთ სახელი "სისხლიანი დაპირისპირება/ომი საქართველოს გზებზე" და გამომდინარე იქიდან, რომ არავის არ ადარდებს ყოველწლიურად 600-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება, ხვალ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გამართავს პრესკონფერენციას პრაიმ ტაიმის პრესკლუბში 11:00 საათზე. განსაკუთრებით შემზარავი იყო ბოლო დღეებში მომხდარი არაერთი შემთხვევა. ავტოსაგზაო შემთხვევებმა პრაქტიკულად შემოაღწია ქუჩებიდან თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში. მდგომარეობა არის კრიტიკულზე კიდევ უფრო უარესი. სახიჩრდებიან და იღუპებიან, სოციალურად ყველაზე აქტიური და ქმედითი ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ძმები, დები,შვილები, მშობლები და ა.შ. საქართველოში კვდება ყველაზე მეტი ადამიანი მთელი ევროპის მასშტაბით. ერთადერთი გზა შესაბამისი სამსახურების გამოსაღვიძებლად არის მედია. ჩვენი აზრით ეს ის თემაა, რომლის გამოსასწორებლადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ“, - აცხადებენ გზების ასოციაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






