დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:09, 25 Jul, 2016     1332
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული სააგენტო 80-ზე მეტ ქვეყანაში პრიორიტეტული მიმართულებების ფინანსური მხარდაჭერის პროექტებს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ აგრარული დარგის განვითრების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. დავით გალეგაშვილმა „შეღავათიანი აგროპროექტის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროექტების მიზანი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებმა საქართველოში აგარარულ დარგში მიზნობრივი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სააგენტოს წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობითაც დაინტერესდნენ. ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აგრარული დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო საქმიანობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ფერმერთა ცოდნის ამაღლების საკითხებზე ისაუბრა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ოფიცერის, ანტონი ლარის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია პრიორიტეტული მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრა, რათა სწორად მოხდეს აგარარული დარგის განვითარების მიზნით ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42